ისტორიები ცხოვრებიდან
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიები და მოგონებები
პოეტ ირაკლი ნადარაიას წერილი რომის პაპს

ქრონიკა
წერილში ირაკლი ნადარაია აღწერს პალერმოს კატაკომბების მცხოვრებთა უკანასკნელ სურვილებს და ამ სიტყვებს რომის პაპს გადასცემს.
რომის პაპს ლეო XIV-ს, რომის ეპისკოპოსს, რობერტ პრევოსტს
https://www.vatican.va/content/leo-xiv/en.html
ამ წერილს გწერთ, როგორც ადამიანი ადამიანს. როგორც მეგობარს, ვისგანაც მხარდაჭერასა და გაგებას მოველი. როგორც ძმას, რომელსაც შეუძლია, სრულად შეიგრძნოს ამ გზავნილის სიმძაფრე და საიდუმლო. როგორც ყველა კათოლიკური მონასტრისა და ტაძრის უზენაეს წინამძღოლს, რომელსაც მთელი მსოფლიოს ძმები, დები და ბავშვები უსმენენ და რომელიც უყვართ.
ამ წერილს ვწერ მრავალი გრძელი, უძილო ღამისა და იმ სიზმრების შემდეგ, რომლებშიც განცხადდა მიცვალებულთა გზავნილი ცოცხლებისათვის. იმ ადამიანების გზავნილი , რომლებიც დიდი ხნის წინ, მრავალი საუკუნის წინ ცხოვრობდნენ .გზავნილი იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ახლა ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობენ და ვინც შეძლებენ გაიგონ მიცვალებულთა , მარადისობაში გადასულთა, კეთილი ნების ადამიანთა განცდები .
მრავალი ღამეა რაც ვხედავ სიზმრებს, რომლებშიც მიცვალებულთა სულები მევედრებიან, რომ აღვასრულო მათი ნება . ისინი მიყვებიან თავიანთი ცხოვრების და სიკვდილის შესახებ. , ისინი მთხოვენ, რომ მათი უკანასკნელი სურვილები გადმოგცეთ, სანამ სიმშვიდეს მოიპოვებენ მათი სულები .
ისინი ბევრნი არიან და ხშირად მოდიან ჩემს სიზმრებში . მათი სახეები ტანჯვით არის სავსე, სასოწარკვეთილებით და მუდარით . ზოგჯერ კი სევდის, ტკივილისა და მარტოობის ცრემლები უბრწყინავთ თვალებში, რომლებმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტეს ხედვა. ისინი ბევრნი არიან , თუმცა მარტონი – ძველი მონასტრის ბნელ კედლებში, დავიწყების ,გადაფხეკილ და უსახურ კედლებში . ის დაძონზილი სამოსი, რომელიც დიდი ხნის წინ , ძვირფასი და ლამაზი იყო…მაქმანებით და ძვირფასი სამკაულებით მორთული…ახლა მათზე ჰკიდია როგორც ტალახში ამოსვრილი დახეული ნაჭრები. მტვერი სამკაულების ნაცვლად და ლაქებით დაფარული ქსოვილი . ეს არის ყველაფერი, რაც დარჩა მათი სიდიადისგან, სიამაყისგან, მათი ადრინდელი ადამიანური ცხოვრებისაგან.
ისინი ბევრნი არიან. ზოგი მათგანი კედლებზე კიდია, ზოგი — კუბოებსა და ყუთებში წევს, მრავალი კი — თაროებსა და ცივი ქვის განსასვენებელში. ზოგი ჯერ კიდევ ჰგავს ადამიანს. მაგრამ ბევრი მათგანი მხოლოდ ძვლების გროვაა, ერთად შეყრილი , როგორც რაღაც მრავალი საუკუნის წინ დავიწყებული და საშინელი.
მათ შორის არიან ქალები, ხანდაზმულები და ბავშვები. ზამთარში ისინი სევდიან სიმღერებს მღერიან იმის შესახებ, თუ როგორ მიფრინავენ ბეღურები მონასტრის კედლების ზემოთ და მიაქვთ შორს ხსოვნა ბავშვობის სიხარულის შესახებ . როგორ ქრის ცივი ზამთრის ქარი და ცხოვრებაში აღარ არის არც სიმწვანე და აღარც ბუნება. გაზაფხულზე მათი მოგონებები უბრუნდება ხეს, რომლის ტოტების ქვეშაც ისხდნენ , ყვავილებით მოფენილ ტოტებს შორის — განახლების პირველი ნიშნების, ზეიმის მოახლოების ნიშნების ქვეშ , რომელიც მოვა ახლოს , მოეხვევა მათ ფაქიზ მხრებზე და სიკეთითა და იმედით სავსე ხელებზე. მაგრამ მალევე ხვდებიან, რომ გაზაფხული ცოცხლებისთვისაა და არა მკვდრებისთვის, რომელთა ფიქრებიც დიდი ხნის წინ დაიკარგა შორეთში , ცხოვრების უსასრულო გზებს შორის.. ზაფხულში, როდესაც ბედნიერი, ცოცხალი ჩიტები ცაში დაფრინავენ, ხალხი კი ხელში ბოსტნეულსა და ხილს ატარებს, და პურისა და სანელებლების სურნელი ავსებს მონასტრის ეზოებს… მათ სურთ, ამოვიდნენ მიწისქვეშიდან და იცეკვონ მზეზე, რომ თავი კვლავ ადამიანებად იგრძნონ. შემოდგომას მოაქვს წვიმები და ქარი, რომლითაც იფარება მათი სახეები და ღიმილი. და სამუდამოდ დაკარგული ღიმილი კვლავ ქრება, ისევ და ისევ , დაგლეჯილ ქსოვილში გახვეული, მარადიული ძილისა და დავიწყების წინაშე.
და ასე გრძელდება მრავალი გრძელი საუკუნის მანძილზე. წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე, ყოველ საათსა და წამს.
და ცოცხლები მოდიან მათ სანახავად. უყურებენ მათ შიშით და ძრწოლით. ცნობისმოყვარეობითა და მიცვალებულთა სამყაროს გაგების წყურვილით, ისინი უყურებენ მათ სხეულებს ,გამხმარ და და უხმო სხეულებს, რომლებიც დაივიწყეს აქ სამუდამოდ .
და აი დადგა დღე, როდესაც ისინი სიზმარში მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს ეს მოხდეს ეს. მათი ნება არის ათასი სულის ნება, რომლებმაც დატოვეს ეს სხეულები და მარადისობაში გადავიდნენ. მათ დატოვეს თავიანთი მკვდარი სხეულები, რომლებიც ადამიანებმა მუმიებად აქციეს. დიახ, ეს გარდაცვლილთა სულები დაიღალნენ ამ სიბნელის და არაადამიანობის ზეიმისგან, რომელიც არ მოსწონთ წმინდანებსა და უფალ ღმერთს. ის, რაც კატაკომბებში ხდება — ცოცხლების მიერ მიცვალებულთა სხეულების უსასრულო ჩვენება ცოცხალთათვის — სხვა არაფერია, თუ არა მიცვალებულთა ენერგია, რომელმაც მოიცვა ქალაქი და მთელი ქვეყანა, კაცობრიობა. ის შთანთქავს მათ და ყველაფერს გატაცებად და სანახაობად აქცევს, სადაც არ არის სიყვარული და თანაგრძნობა.
დიახ, მე მათზე ვსაუბრობ. პალერმოს კაპუცინების მონასტრის კატაკომბების მცხოვრებლებზე.
https://www.youtube.com/watch?v=w_wV_zkPyjM
ისინი დაიღალნენ ყუთებში და თაროებზე წოლით, ჩამოკიდებით. ადამიანებო, შეხედეთ მათ სახეებს, მოუსმინეთ სიჩუმესა და დუმილს სიკვდილის ამ საზარელ კედლებში და გაიგონებთ სიტყვებს: უსასრულო მწუხარების, ზიზღის, ბრაზის, გაუგებრობის, შეურაცყოფის ,სასოწარკვეთილების და რისხვის.
ეს ყველაფერი კი თქვენს გარშემო ტრიალებს და გიგზავნით ზიზღსა და წყევლას, დავიწყებისა და მწუხარების ტირილს .
დადგა დრო, მივაბაროთ ისინი მიწას . და ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც მათ სურთ და ითხოვეს. საგალობლები და სიმღერები, ხალხისა და ყვავილების ზღვა, ზარები და ბავშვები, რომლებსაც ხელით ხილი და ტკბილეული მოაქვთ. მთელი თვის განმავლობაში, დღითი დღე, გარდაცვლილთა სხეულებს სასაფლაოსკენ აცილებენ. და როდესაც ბოლო სხეული მონასტრის კედლებს დატოვებს, პალერმოში, იტალიასა და მთელ მსოფლიოში სიმშვიდე და მშვიდობა დაისადგურებს.
მაგრამ თუ მათი უკანასკნელი ნება არ შესრულდა და მათი სხეულები იქვე დარჩა — კვლავ კედლებზე ჩამოკიდებული, თაროებსა და კარადებში დადებული — მათი რისხვა გარდაუვალი იქნება. და მაშინ ვერავინ იტყვის, რომ მათი გზავნილი ხალხამდე არ მივიტანე. იქნება საშინელი ვულკანის ამოფრქვევა და საზარელი მიწისძვრა, რომელიც მთელ კუნძულსა და მონასტერს გაანადგურებს. ათასობით ადამიანი დაიღუპება. მთელ პლანეტაზე ახალი ომები და დაავადებები იფეთქებს. და მძიმე ჟამი დადგება. ჩვენ ამის თავიდან აცილება შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გწერთ ამ წერილს. როგორც ძმა ძმას, ადამიანი ადამიანს , სული სულს — გზავნილს ცათაგან .
ყველა გარდაცვლილის სხეული უნდა დაიკრძალოს ერთ სასაფლაოზე და ეს ადგილი დათესილ-დარგული უნდა იყოს უამრავი მცენარით, ხით, ბუჩქით, ყვავილითა და ბალახით. იქ, ერთ ადგილას, უნდა იყოს პარკი ამ ადამიანთა ხსოვნის პატივსაცემად აღმართული მემორიალით. ხალხს იქ მისვლის შესაძლებლობა ექნება და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებას შეძლებენ. უფალი დაეხმარება მათ.
მიცვალებულთა სულები მეცნიერებს გადასცემენ სხეულის მუმიფიცირების იმ უნიკალურ რეცეპტს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ამის შესახებ კატაკომბების მიცვალებულმა მცხოვრებლებმა მიამბეს და მე ამ რეცეპტს სამეცნიერო საზოგადოებას გადავცემ. მე მეცნიერებს ავუხსნი როგორც მუმიფიცირების პროცესს, ასევე რეცეპტის შინაარსს.
ფორმულა არის 1402. და ამაზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებ, როდესაც გარდაცვლილთა ნება შესრულდება.
მათ მითხრეს, რომ ყველაფერი 1402 წელს დაიწყო და ჩვენს დროში უნდა დასრულდეს. ვულკანის ამოფრქვევისა და მიწისძვრის თავიდან ასაცილებლად.
სიყვარულით, თქვენი ძმა და მეგობარი
ირაკლი ნადარაია.
17 დეკემბერი, 2025
შენიშვნა არქივიდან
პალერმოს კატაკომბების შესახებ — წერილი რომის პაპს
მონტენეგრო, 2024
ვანგას წინასწარმეტყველება , რომელიც ახდა

ქრონიკა
2024 წელს ირაკლი ნადარაია გაემგზავრა მონტენეგროში, ამ ქვეყნის ძლიერი მიწისძვრისგან გადასარჩენად.
დედა შვილებს იშვიათად ხედავდა. ქმართან განქორწინების შემდეგ მან საკუთარი ცხოვრება დაიწყო — მოგზაურობითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
მაგრამ იმ წელს ის სოხუმში ჩავიდა, შვილების სანახავად. საჩუქრებით სავსე ტაქსი გოგოლის ქუჩაზე გაჩერდა და სვეტლანა ბონდარენკო ეზოში შევიდა. დედასთან დაშორებული ბავშვები აივნის კუთხეში ისხდნენ და გაოცებით უყურებდნენ მას ამდენი წლის განშორების შემდეგ .
იმავე წელს, 1988 წლის ზაფხულში, დედამ ირაკლი სამოგზაუროდ წაიყვანა, ჯერ ხარკოვში, შემდეგ კი ბულგარეთში. სწორედ იმ უცნაური ზაფხულის საღამოს შედგა ეს დაუვიწყარი შეხვედრა.
სვეტლანა ბონდარენკო პეტრიჩში ჩავიდა და ვანგას სანახავად მოსულთა გრძელ რიგს შეუერთდა. იმ რიგში ბევრი სხვადასხვა ადამიანი იდგა — ინვალიდები, ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარიბები — ყველას სურდა ვანგასთან შეხვედრა, თავიანთი ამბების მოყოლა და გაზიარება.
მაგრამ უეცრად, ვანგას ახლობელი ქალი სვეტლანას მიუახლოვდა და ოთახში შეიყვანა. ვანგა სევდიანი და დაღლილი ჩანდა. ერთი თვალიდან კი ცრემლი სდიოდა.
,, ნუ გგონია, რომ შენი შვილი ჩვეულებრივი ბავშვია. შენი შვილი ღვთისგან კაცობრიობისთვის ნაჩუქარი განძია . მას ესმის მცენარეების, ცხოველების და სხვა არსებების ენა. მის ხელებს და სიტყვებს კი დიდი ძალა აქვს.
ის თავისი დაბადების დღეს შავ მთათა ქვეყანაში მოვა. ის ამ ხალხისა და მიწის გადასარჩენად მოვა ძლიერი მიწისძვრებისგან. თავისი დაბადების დღეს ის მარტო იქნება, ღამით, მთვარის შუქით განათებულ კოტორში. ის შავ მთათა ქვეყნის ქუჩებში ივლის და ყოველი ნაბიჯით მიწისძვრებს მოიგერიებს.
მაგრამ იმ დროს ის სევდითა და მარტოობით იქნება სავსე. ხოლო მის წინ მდგომი ხალხი იქნება ხარბი, ბრმა, პირქუში, გაუმაძღარი, ყრუ და უმადური. არც ერთი მათგანი არ მისცემს მას ერთი ჭიქა წყალს, ერთ ვაშლს ან მურაბას. ის გადაარჩენს ამ ქვეყანას და მის უმადურ და ხარბ ხალხს”, — თქვა ვანგამ.
და ჩაეხუტა ირაკლის . დამშვიდობებისას მოტირალი და დამწუხრებული ვანგა ირაკლის ხელს უქნევდა და სევდიანად გაჰყურებდა მას.
გაივლის წლები, მრავალი წელიწადი.. ირაკლი ამ ქვეყანაში, მონტენეგროში ჩამოვა , 2024 წლის ზაფხულში .
იმ დღეს არავის გაახსენდება, რომ ეს მისი დაბადების დღეა. თავად ირაკლი ნადარაიასაც არ გაახსენდება, რადგან დაბადების დღეების აღნიშვნა არასდროს უყვარდა.
და მოულოდნელად, ქალაქის ქუჩებში სეირნობისას, ყველა მანქანა, რომელსაც შესაძლოა გაჰყოლოდა, უეცრად მის გარეშე გაემგზავრება. ხოლო საფულე, რომელიც ჯიბიდან ამოუვარდა, ქუჩის მაწანწალებმა წაიღეს.
ირაკლი კოტორის ღამის ქუჩებში მარტო დარჩება. ის კი სანაპიროზე გაივლის, ძველი ქალაქიდან წმინდა სტასიეს ტაძრამდე. შემდეგ კი უკაცრიელ სანაპიროზე ჩაეძინება.
არასდროს მიკვირდა, როდესაც ვანგას სიტყვები სრულდებოდა. ახლა კი ვფიქრობ პოეტისა და ჯადოქრის საოცარ მისიაზე. საოცარ თავგანწირვასა და სიყვარულზე, ხალხის სიხარბესა და უმადურობაზე. და ვფიქრობ, თუ როგორი ამოუცნობია ჩვენი სამყარო.
შენიშვნა არქივიდან
წინასწარმეტყველური ჩანაწერი — ვანგას წინასწარმეტყველება ბულგარეთში და ეპიზოდი მონტენეგროში (1988 → 2024)
ლინდა გინზბურგი. პროფესორი. პარაფსიქოლოგიისა და უფოლოგიის მკვლევარი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
28 აგვისტო, 2024.
ინტერვიუ. დამშვიდობება საქართველოსთან
მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე, კაცობრიობის საკეთილდღეოდ

ქრონიკა
ინტერვიუ პოეტ ირაკლი ნადარაიასთან .გამოსამშვიდობებელი ინტერვიუ საქართველოსთან. მსოფლიო ტურნემდე , ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ბრიტანეთის ბიბლიოთეკა
96 Euston Road, London, NW1 2DB
მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი წინასწარმეტყველებები კი გასაოცარი სიზუსტით სრულდება.
მკურნალი, რომელიც ადამიანებს ეხმარება. მედიუმი, რომელიც სულების სამყაროსთან ამყარებს კავშირს. მას ესმის მცენარეების და ცხოველების ენა . ის ქმნის მუსიკას და უკრავს ფორტეპიანოზე. მისი საფორტეპიანო კომპოზიციები შესრულდა სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა და თეატრში, მათ შორის, პირველად, თბილისის კონსერვატორიაში.
მისი ჯადოსნური სავარჯიშოები — სიმღერები — სხვა სამყაროსთან, მიცვალებულთა სამყაროსთან ურთიერთობის ფორმაა.
მცენარეების თვისებების ცოდნითა და უნიკალური რეცეპტების შექმნით, ის მკურნალობს კიბოს, ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებს, ასევე უშვილობას. მისი- შხამების ნეიტრალიზაციის უნიკალური მეთოდები კი კაცობრიობისთვის ნამდვილი საგანძურია.
და მისი მეთოდები- ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და გაახალგაზრდავება – თავის დროს ელოდება, ისევე როგორც მათ, ვისთვისაც ეს დედამიწაზე ნამდვილი სასწაული იქნება.
— ძვირფასო ირაკლი, მიხარია, რომ თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა. პირველი, რის შესახებაც მინდა გკითხოთ, არის თქვენი მოგზაურობის შესახებ მონტენეგროში, ქვეყანაში, რომელიც საშინელი მიწისძვრისგან იხსენით. რამ შთაგაგონათ ამ მოგზაურობის წამოწყება? მართალია, რომ მთავარი მიზეზი თქვენი სიზმრები იყო?
— ძვირფასო ჯულია, მოხარული ვარ, რომ ვსაუბრობთ. დიახ, ეს იყო სიზმრები, რომლებსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავდი. მათში მონტენეგროში მიწისძვრას ვხედავდი. როცა გავიღვიძე, ვიგრძენი, რომ იმ ქვეყანაში უნდა წავსულიყავი. შემდეგ კი მესიზმრა ქალი, რომელიც კოტორში, წმინდა სტასიეს ეკლესიასთან ახლოს, სანაპიროზე იჯდა. მან მითხრა, რომ ცანი მომიწოდებენ მონტენეგროს გადასარჩენად. და მე ეს უნდა გამეკეთებინა. იქ დაუყოვნებლივ უნდა წავსულიყავი.
ეს 2024 წლის ზაფხულში იყო. მე და ჩემმა ძმამ ნივთები ჩავალაგეთ და იქ გავემგზავრეთ. პირველ რიგში, ქალაქ ბუდვას ვესტუმრე. ძველ ქალაქში დავდიოდი, რომელიც ხალხით — ტურისტებითა და ადგილობრივებით — იყო სავსე. საღამოობით, ჩემს სიზმრებში ნანახ ქალს სანაპიროზე ვხედავდი. მისთვის სიმღერებს ვმღეროდი. ზღვის პირას მარტო ვიჯექი და ვგრძნობდი, რომ ზღვა ჩემს სიტყვებს უსმენდა.
დაბა ბეჩიჩის ზემოთ, მთის ფერდობზე, ვესტუმრე 2000 წლის უძველეს ზეთისხილის ხეს. ხეს ჩემი ნახვა გაუხარდა და დამლოცა. მე მას ჩავეხუტე და ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი. მე და ჩემმა ძმამ მთელი საღამო იქ გავატარეთ და ქალაქში ღამით დავბრუნდით. საღამოობით სვეტი სტეფანში დავდიოდი.
გზაში კი მოხდა სასწაული , რომელიც ჩემთვის ნიშანი აღმოჩნდა. ზღვის პირას მჯდომმა, წინ, ცაში სავსე მთვარე დავინახე. მთვარის შუქი მინათებდა სახეს. თვალზე ცრემლი მომადგა. უცებ ზღვიდან ძლიერი ქარი ამოვარდა და ცაზე ელვაც გამოჩნდა. მე ვმღეროდი და წუთიდან წუთამდე ქარი ძლიერდებოდა სულ ურო მეტად .
ამ დროს ყველა მხრიდან კატები და ძაღლები გამოიქცნენ ჩემსკენ და შემომეხვივნენ. სანაპიროზე მსხდომი ხალხი ყვირილით დაიფანტა სხვადასხვა მხარეს.
ახლა კოტორში უნდა წავსულიყავი. ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა საერთოდ გადამავიწყდა და შემდეგ დღეს იქითკენ გავემართე.
მივდიოდი იქ, სადაც უნდა წავსულიყავი, კოტორის გრძელი სანაპირო ზოლის გასწვრივ, წმინდა სტასიეს ეკლესიისკენ. იქ უცნობი ქალი მელოდა და მან მაშინვე მიცნო. ის მომიყვა თავისი მოგზაურობის შესახებ სხვა ქვეყნიდან მონტენეგროში და კოტორში თავისი ცხოვრების შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ კოტორის გარშემო არსებულ ულამაზეს მთებსა და ტყეებზე.
ბნელდებოდა. მასთან დამშვიდობების შემდეგ, სანაპიროს გასწვრივ ძველი ქალაქისკენ დავიძარი, სადაც მანქანა მელოდა. მაგრამ შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა. მანქანისკენ მიმავალ გზაზე ჯიბიდან საფულე ამომივარდა, რომელშიც ფული, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი მქონდა. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გამვლელებმა წაიღეს.
მძღოლი ერთი საათი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და, როცა იფიქრა, რომ ბუდვაში წავედი, თავადაც დატოვა კოტორი. ქალაქში ფულის გარეშე და ტელეფონის გარეშე დავრჩი. სევდის გრძნობამ შემიპყრო. ზღვის პირას ჩავედი და სანაპიროზე დავწექი.
სიმღერებს ვმღეროდი და ვკითხულობდი ლექსებს .როცა ჩამეძინა. სიზმარში ის ქალი ვნახე, რომელიც ადრეც გამოჩნდა ჩემს სიზმრებში. მისი სახე სიხარულით იყო სავსე . და მან მითხრა, რომ მიწისძვრები ახლა უკვე აღარ იქნება.
“შენმა სიარულმა კოტორში, სიმღერებმა და ცრემლებმა მონტენეგრო გადაარჩინა. ხალხისგან მადლიერებას ნუ მოელი. დადგება დრო, როდესაც ადამიანები თავად დაიწყებენ ამაზე საუბარს და სიხარულის ყვავილებსა და ღიმილს მოგართმევენ .”
ახლა უკვე მშვიდი გულით შემეძლო მონტენეგროს დატოვება.
—და თქვენ შეგიყვარდათ ეს ქვეყანა. ლამაზი ქვეყანა იდუმალი მთებით, ზღვითა და შავი ტბით. მითხრეს, რომ თქვენ ლოცულობთ ამ ქვეყნის ხალხის ჯანმრთელობისთვის. და თქვენ ყოველთვის უგზავნით სადღესასწაულო მისალოცებს პრეზიდენტ https://www.facebook.com/jakovmilatovices
და მის ოჯახს. ბოლოს თქვენი გული ფოტოზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც იაკობი ბებიასთან ერთად იყო გამოსახული ფოტოზე.
—დიახ, ის ამჟამად ქვეყანას ხელმძღვანელობს, რომელშიც მომდევნო ათწლეულებში მიწისძვრები არ იქნება. და როდესაც ხელისუფლებაში სხვა მოვა, მე მასაც დავეხმარები ლოცვებით.
—გმადლობთ ამ საინტერესო და შესანიშნავი საუბრისთვის.
და ბოლოს, მინდა გკითხოთ თქვენი პროგრამის შესახებ, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ადამიანების გაახალგაზრდავებას ისახავს მიზნად. რაზეა დაფუძნებული თქვენი მეთოდები და რას ელოდებით ამ პროგრამისგან?
—ადამიანებს შეეძლებათ, იცხოვრონ უფრო დიდხანს და გამოიყურებოდნენ უფრო ახალგაზრდად. და მე ეს სიხარულს მომგვრის. სიხარულს და ბედნიერებას. სამყარო და ადამიანების ცხოვრება ბევრად უკეთესი და ლამაზი გახდება.
არქივის შენიშვნა
ინტერვიუს ჩანაწერი — მისიის შესახებ მონტენეგროში და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების პროგრამის შესახებ.
ჯულია მილატოვიჩი
2025 წლის 29 ნოემბერი
პოეტი ირაკლი ნადარაია და ლორდი ჯეიკობ როტშილდი

ქრონიკა
ირაკლი ნადარაიას ლორდ ჯეიკობ როტშილდის განკურნება სურდა. ისინი საიდუმლო საზოგადოებასა და მასში ინიციაციაზე საუბრობდნენ.
ირაკლი საუბრობდა თავის სეირნობებზე ტყეში, მცენარეებისა და სხვადასხვა ბალახების თვისებებზე, ასევე თავის პოეზიასა და მუსიკაზე.
ლორდი ჯეიკობ როტშილდი ლონდონში შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა და ისინი ამ საკითხს განიხილავდნენ.
ირაკლი ნადარაიას ჯადოსნური, ეზოთერული პოეზია და სამყაროს საიდუმლოებებზე საუბარი ლორდ ჯეიკობ როტშილდს ძალიან მოსწონდა .
და როდესაც ის 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა, ირაკლიმ თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა:
“ლორდი ჯეიკობ როტშილდი მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მისმა კეთილმა სიტყვებმა გული სიხარულითა და თბილი გრძნობებით ამივსო.
როდესაც მან მომწერა: “ძვირფასო ირაკლი, ახლა შენ ჩვენთან სამუდამოდ დარჩები”, მინდოდა, ჩამეწერა ვიდეო და გამეგზავნა მისთვის. ვიდეო, რომელშიც ჩემს ლექსებს წავიკითხავდი და ჩემს მუსიკას დავუკრავდი. ეს იყო ჩემი მეგობრის ნათელი, მოსიყვარულე სიტყვები.
ახლა კი მან ეს სამყარო დატოვა და სინათლის უსასრულობაში გადავიდა.
ძვირფასო მეგობრებო
https://princessmichael.org.uk/ ,
თქვენ და ჩვენი სხვა მეგობრები, ძმები, დები, მამები და შვილები… ჩვენ ვლოცულობთ და ვტირით, როდესაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები მიდიან ამ სამყაროდან. მაგრამ სული უკვდავია და ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, წავიკითხოთ პოეზია და დავუკრათ მუსიკა… ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად.
ძვირფასო ლორდ ჯეიკობ როტშილდ, მოგონებები შენს შესახებ ჩემს გულში დარჩება “
შენიშვნა არქივიდან
მეხსიერების ჩანაწერი — საერთაშორისო მიმოწერა/ ლონდონის კავშირი / საბოლოო შეტყობინება (2024)
კომპოზიტორებისგან და მუსიკოსებისგან მიღებული წერილები

ქრონიკა
14 მაისი, 2023
ძვირფასო ირაკლი ნადარაია
იტალიის, აშშ-ისა და საფრანგეთის ქალაქებში ჩვენი აკადემიების მონაწილეობით ორგანიზებული კონცერტებისა და ლიტერატურული საღამოების მონაწილეთა სახელით, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენი ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება და წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ზაფხულში იტალიაში, კაპრიზე და 2023 წლის 24 აგვისტოს კასტელამარე-დი-სტაბიაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
ასევე მონტენეგროში, ქალაქებში კოტორი, ბუდვა და პორტონოვო.
თქვენი მოგონებები დედაზე, სვეტლანა ბონდარენკოზე, მამიდა ქეთინოს და ბებია ნინოს შესახებ, რომლებიც თქვენ მიუძღვენით უკრაინას , ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები და სულისთვის საოცარი საჩუქრებია.

5 ნოემბერი, 2022
ძვირფასო ირაკლი ნადარაია,
თქვენმა მუსიკამ და პოეზიამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიელი და ამერიკელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შემოქმედებითი შეკრების მონაწილეებზე, რომელიც 2022 წლის 5 ნოემბერს იტალიის კუნძულ კაპრიზე გაიმართა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გულითადია, ის რომ თქვენ რამდენიმე თქვენი ეტიუდი და მუსიკალური ნაწარმოები უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას მიუძღვენით.
თქვენ ხართ ჩვენი პლანეტის ხელოვნების ბრწყინვალე და კეთილშობილი წარმომადგენელი, პოეტი, მწერალი და კომპოზიტორი .
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენი მუსიკალური ნაწარმოებები, მათ შორის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, შესრულდება კონცერტზე, რომელიც გაიმართება იტალიაში, კუნძულ კაპრიზე და კასტელამარე-დი-სტაბიაში, 2023 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
პატივისცემით

18 დეკემბერი, 2025
ძვირფასო ირაკლი ნადარაია
ახალი წლისა და შობის მოახლოებასთან ერთად, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენმა მკურნალობის მეთოდებმა, ისევე როგორც თქვენმა გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პროგრამამ, მოიპოვა დიდი მხარდაჭერა და გამოიწვია დიდი ინტერესი, აღიარება და მადლიერება გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და საფრანგეთის მოსახლეობის მხრიდან.
გულწრფელად გისურვებთ ბედნიერ შობას და მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2025 წლის 25 დეკემბერს, ლონდონში, საქველმოქმედო ვახშამზე წარმოდგენილი იქნება თქვენი პოეზია და მუსიკა .
გიგზავნით ჩვენს საუკეთესო სურვილებს
https://www.facebook.com/TheBritishMonarchy
მოდის სახლი schiaparelli https://schiaparelli.com/en
საიუველირო სახლი cartier
https://www.cartier.com/en-us/home
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საახალწლო ღამეს შეძენილი სამკაული გამოეფინება საქველმოქმედო აუქციონზე, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება იმ ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.
სიყვარულით და პატივისცემით

2022 წლის 26 აგვისტო
ძვირფასო ირაკლი ნადარაია
ჩვენ მოვუსმინეთ თქვენს ჩანაწერს “სავარჯიშო მუსიკალურ ვარიაციებში”. ჩვენს პროფესორებთან და მუსიკალურ კრიტიკოსებთან რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ, დავასკვენით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გამორჩეული და ლამაზი ხმა.
თქვენი ხმა აერთიანებს სიძლიერეს, სინაზეს, სილამაზესა და უნიკალურობას.
ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენი წერილი თბილისის კონსერვატორიას და მზად ვართ, დავფაროთ სპეციალური მოსამზადებელი ვოკალური კურსების ხარჯები.
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს მუსიკალურ აკადემიაში ნიუ-იორკში.
საუკეთესო სურვილებით
სკოლის წლები სოხუმში (საქართველო)
პოეტ ირაკლი ნადარაიას სკოლის წლები სოხუმში. წინასწარმეტყველება ომის დაწყების შესახებ

ქრონიკა
სოხუმში, სკოლაში სწავლის დროს .
როდესაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ყველანი მიდიოდნენ სკოლიდან, ის მარტო რჩებოდა სკოლის ცარიელი შენობის ოთახში.
იჯდა და უსმენდა სიჩუმეს ან უცნაურ სიმღერებს მღეროდა.
როდესაც გაკვეთილებს აცდენდა და მარტო მიდიოდა ბაგრატის ციხესიმაგრის ნანგრევბზე, არავინ იცოდა რას აკეთებდა ეს ბავშვი ამ შორეულ და უკაცრიელ ადგილას.
ერთხელ მასწავლებელი მალულად აედევნა მას.
უკან მიყვებოდა ირაკლის და მაშინ დაინახა ციხესიმაგრის ნანგრევებთან მისული, როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას.
გარშემო კი არავინ ჩანდა.
მეორე დღეს კი ჰკითხა ირაკლის, ვისთან საუბრობს ამ ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებთან.
,,მეფეები და წმინდანები მოდიან და ვესაუბრები „ უპასუხა ირაკლიმ.
სკოლაში სწავლის დროს იწინასწარმეტყველა აფხაზეთის ომის დაწყება.
დირექტორის კაბინეტში შევიდა და უთხრა მას , რომ მალე დაიწყებოდა ომი.
,,დირექტორმა დამიძახა და მითხრა ,,ეს ბავშვი არ უნდა იყოს ჯანმრთელად „ მთხოვა სასწრაფო გამომეძახა, რადგან თავადაც შეუძლოდ გრძნობდა თავს.
როდესაც სასწრაფო მოვიდა, ირაკლიმ უთხრა მათ ,, ჩაალაგეთ ჩემოდნები და მალე დატოვეთ ქალაქი. სისხლით და ცრემლებით აივსება ქუჩები. მალე ეს ყველაფერი სამუდამოდ გაქრება ‘’
გ. კვარაცხელია
შენიშვნა არქივიდან
მოგონებები სკოლის წლებიდან სოხუმში
ირაკლი ნადარაია. ძველი ხატის ისტორია

ქრონიკა
,, ირაკლი ხშირად დადიოდა სოხუმის ეკლესიაში, თეთრ ტაძარში.
იჯდა საათობით სანთლების გამყიდველი ქალის პატარა ოთახში, ტაძრის შიგნით და ესაუბრებოდა მას.
ერთხელ სანთლების გამყიდველთან შემოვიდა ამ ეკლესიის მღვდელი და ტილოში გახვეული ხატი შემოიტანა ,, შემინახე და ხვალ წავიღებ ” თქვა მან.
ქალმა ხატი თაროზე ჩამოდო და ირაკლის ჩაის დალევა შესთავაზა.
უცებ ირაკლი ფეხზე წამოდგა , ხატთან მივიდა , შემოხვეული ტილო მოაშორა და თქვა ,, ეს ხატი ამ ტაძრიდან არსად არ წავა .”
მეორე დილით ის კვლავ მივიდა ტაძარში და მღვდლის მოსვლას ელოდა .
,,ხატს არ გავატან ” თქვა ირაკლიმ და ხატი ხელში აიღო.
როდესაც მღვდელი მოვიდა , ის ძალიან გაბრაზდა ,,ვინ ხარ შენ ასეთი, რა შენი საქმეა ,აქაურ ამბებში რომ ერევი ” -უთხრა მან ირაკლის
,, არ გაყიდო ეს ხატი, ნუ გააკეთებ ამას. თორემ დაბრმავდები. ” უპასუხა ირაკლიმ.
მღვდელმა ხატი წაართვა და ტაძრიდან გავიდა.
როდესაც კიბეზე ადიოდა, იქვე არსებულ რეზიდენციაში, თავის ოთახში, კიბეზე წაიქცა და მხედველობა დაკარგა.
სანთლების გამყიდველი და ეზოში მყოფები კიბეზე აცვივდნენ და წამოდგომაში დაეხმარნენ.
,, სად არის ის ბიჭი ? აღარ გავყიდი ამ ხატს ” ყვიროდა მღვდელი.
როდესაც ხატი ეკლესიაში შეიტანეს და იქ დაასვენეს, სადაც საკურთხეველია, მღვდელმა იგრძნო, რომ მხედველობა უბრუნდება.
გახარებულმა დიდი შინდისფერი ბიბლია აჩუქა ირაკლის. ‘’
ა. ატმაჯევა-პანაიოტოვა
შენიშვნა არქივიდან
ეპიზოდი სოხუმის პერიოდის რელიგიური ისტორიიდან
მტრები დაისჯებიან

ქრონიკა
,, უნივერსიტეტში სწავლის დროს, ის ლექციების შემდეგ ხშირად სეირნობდა მარტო ქალაქში და ერთხელ , როდესაც მოსაღამოვდა , ფეხით გაემართა სახლისკენ.
სახლისკენ მიმავალ გზაზე, მას გზა გადაუღობეს მთვრალმა და გაავებულმა ბიჭებმა.
იდგნენ გზასთან და ხმამაღლა იგინებოდნენ.
ერთმა მათგანმა მოირბინა და დაიწყო ირაკლის შეურაცყოფა და გინება .
მან სტაცა ირაკლის გრძელ თმაში ხელი და ექაჩებოდა მას მთელი ძალით.
მოირბინეს დანარჩენებმა და დაუწყეს ირაკლის ცემა ფეხებით და ხელებით.
რამოდენიმე დღის შემდეგ კი გავიგეთ, რომ ერთი მათგანი მანქანამ გაიტანა უეცრად და მოკვდა.
მეორე ხიდან ჩამოვარდა სოფელში და დაინვალიდდა.
ერთ მათგანს გველმა უკბინა და მალევე განუტევა სული სისხლის საშინელი მოწამვლით.
ორნი კი მდინარეში დაიხრჩვნენ, მთაში დასვენების დროს ‘’
ა.გაგლოევა.
საარქივო ჩანაწერი
მოგონებები სტუდენტობის პერიოდის შესახებ
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის გადარჩენა მძარცველებისგან

ქრონიკა
,, იმ დროს ირაკლი ხშირად სტუმრობდა ახალ მეგობარს, სახლში ახვლედიანის ქუჩაზე, თბილისის ძველ უბანში.
ამ სახლში, ბოლო სართულზე ცხოვრობდნენ დები ჯიქიები.
დიდ , ძველებურ ბინაში იყო მწვანე ოთახი, ადგილი , სადაც ცხოვრობდა ოდრი.
მარინას ყოველთვის უხაროდა სტუმრის მიღება , უხაროდა მშვენიერი ყმაწვილის, პოეტის სტუმრობა , რომელიც კითხულობდა ლექსებს და ყვებოდა ათასი საოცრების შესახებ .
უმასპინძლდებოდა მას სადილით და ტკბილეულობით .
მერე კი სვამდნენ ჩაის ღვინით.
ისინი შეთანხმდნენ, რომ პოეტის ტიციან ტაბიძის დაბადების დღეს, ირაკლი მიიტანდა მის ძეგლთან, ანჩისხატის ეკლესიასთან , აყვავებული ვაშლის ტოტებს.
ერთხელ, როდესაც ირაკლი ჩამოდიოდა სადარბაზოს ჩაბნელებულ კიბეზე, მან გაიგონა ქალის ხმა მხატვარ ელენე ახვლედიანის მუზეუმის კარებთან.
იყო გვიანი საღამო და მუზეუმში არავინ იყო ამ დროს .
ეს იყო ელენე ახვლედიანის ხმა.
ირაკლი ქუჩაში გავიდა და გზის გადაღმა, პატარა სკვერში დაინახა რამოდენიმე მამაკაცი, რომლებიც უყურებდნენ შენობას და ფანჯრებს.
ის მივიდა მათთან და უთხრა ,, თქვენ გინდათ ელენეს სახლის გაქურდვა. სურათების და ნივთების წაღება. ახლავე წადით სახლებში, თორემ მოკვდებით “.
მამაკაცებს შეეშინდათ და გაიქცნენ .
მერე კი გაირკვა, რომ იმ ღამეს მზადდებოდა სახლ-მუზეუმის გაძარცვა.” თ. კოპალიანი.
არქივის ჩანაწერი
მოგონებები თბილისში გატარებული დროიდან — ეპიზოდი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით
შარლ აზნავურის კონცერტი საქართველოში. გასაუბრება პოეტთან და გარდაცვლილ მშობლებთან საუბარი

ქრონიკა
,, მომღერალ შარლ აზნავურის საქართველოში ჩამოსვლის წინ , სადაც მას ჰქონდა კონცერტი, ირაკლის დაურეკეს საფრანგეთიდან და შეუთანხმდნენ მომღერალთან სატელეფონო საუბრის შესახებ
,, მას სურს საუბარი მამაზე ” თქვა ირაკლიმ. ,
, როცა იმღერებ, შენ ნახავ მამას. და შეძლებ უმღერო მას . შენ დაინახავ მამას და დედას “უთხრა ირაკლიმ.
მათ ვინც იყვნენ ამ კონცერტზე შეამჩნიეს, როგორ მღეროდა შარლ აზნავური ერთ თავის სიმღერას, დაჟინებით იყურებოდა ერთ მხარეს და ტიროდა.
როდესაც მომღერალი სახლში დაბრუნდა , მან დაურეკა ირაკლის და უთხრა ,, მამა იყო თეთრ პერანგში. მიყურებდა და მაჩვენა თავისი სახლი და ეზო. ხესთან იდგა დედა და მისმენდა “
გ. დარასელია
შენიშვნა არქივიდან
ეპიზოდი კულტურული მეხსიერებიდან: შარლ აზნავურის კონცერტი საქართველოში.
საუბრები შვილის შესახებ და მისი სურვილი, სიცოცხლეს დაუბრუნოს ის
მოგონებები მკურნალის- ჯუნას შესახებ

ქრონიკა
,, მასთან რეკავდა ჯუნა დავითაშვილი .
ის ესაუბრებოდა მას შვილზე და ტიროდა.
რამოდენიმეჯერ ჰკითხა ირაკლის ,, შევძლებ ვახოს გაცოცხლებას ? “
ირაკლი ესაუბრებოდა მას ტელეფონით, და როდესაც ერთმანეთს დაემშვიდობნენ , ჯუნამ უთხრა მას ,, გთხოვ , არ მითხრა მომავლის შესახებ.არ მინდა იმის ცოდნა რა იქნება. დამეხმარე ჩემი შვილის გაცოცხლებაში. ”
ირაკლის უყვარდა ჯუნა, მეგობრად თვლიდა მას და ეძახდა სულს.
ერთხელ ირაკლიმ მითხრა ,, ჯუნა ავად გახდება და მალე დატოვებს ამ სამყაროს. ის დაიღალა საოცრების მოლოდინით. ბევრი ტკენს გულს, ეძახიან თაღლითს, უმადური და ბოროტი, სულელი ადამიანები ”
2015 წლის 5 ივნისს, მან დახურა სახლის ფანჯრები, აანთო სანთლები და თქვა ,, ის მიდის .მომიტანეთ თხილი, ბევრი თხილი და დაყარეთ ოთახებში “.
7 ივნისს , ღამე ის იჯდა ეზოში და ტიროდა .,, მალე წავა ჯუნა, მერე კი წავა ჩემი მამიდა ქეთინო ” თქვა ირაკლიმ . ‘’
ე. გიორგობიანი
შენიშვნა არქივიდან
ჩანაწერი-მოგონებები. ამონარიდი საუბრიდან. ჯუნა დავითაშვილი
ოქრო და ბრილიანტები ლვოვის ძველ სასაფლაოზე

ქრონიკა
,, ჩამოვიდა მასთან ქალი უკრაინიდან.
მოუტანა ძვირფასი საჩუქრები და სთხოვა ბებიის დედის საფლავის პოვნა ლვოვის ძველ სასაფლაოზე.
,, შენ ბებიის დედას კი არა, ოქროს დაეძებ და ბრილიანტებს. თუ გააკეთებ ისე, როგორც გეტყვი, დაგეხმარები. თუ არადა , წაიღე შენი საჩუქრები და წადი ” უთხრა მას ირაკლიმ.
,, ისე გავაკეთებ, როგორც მეტყვი ” დაიფიცა ამ ქალმა.
,, არ შეასრულებ შენს სიტყვას, მოიტყუებ. მაგრამ ვიცი რომ უკვე დიდი ხანია გესიზმრება სიზმარი და გიზიდავს ეს ოქრო.
წამოიღე ოქრო იქედან. გაყავი თანაბრად და მიეცი შენს დებს და ძმას მათი ნაწილი .
და თუ არ მისცემ, მალევე დაიღუპები.” უთხრა მას ირაკლიმ.
მან დაუხატა ამ ქალს ზუსტი ადგილი და საფლავის ქვები, რომლის ქვეშ იყო ცარიელი საფლავი წარწერით.
იქ იყო ოქრო და ბრილიანტის სამკაულები , რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ , მდიდარმა ებრაელებმა დამალეს, საფლავის ქვის ქვეშ.
ისინი კი დახვრიტეს და მათ თან წაიღეს ეს საიდუმლო.
ეს ქალი მათი შთამომავალი იყო და წელიწადზე მეტია ესიზმრებოდა , რომ ლვოვის სასაფლაოზე არის მისი ბებიის დედის საფლავი, სადაც არის ეს განძი.
გაემგზავრა ეს ქალი ლვოვში.იპოვა საფლავი, იპოვა ოქრო და ბრილიანტები.
გაყიდა და ირაკლის შეგონებით შეშინებულმა ფული თანაბრად გაანაწილა, სამი დისთვის და ინვალიდი ძმისთვის თანაბრად.
შეიტანა ეს ფული თავის სხვადასხვა ანგარიშზე, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და გაემგზავრა ამერიკაში და ფულიც თან წაიღო.
იქ მან იყიდა დიდი ბინა ,ნიუ იორკის ცენტრში.
გაიცნო ახალგაზრდა მსახიობი და გადაწყვიტა მასზე დაქორწინება.
ქორწილის დღეს , ამ ბიჭმა ის გაძარცვა, მოიპარა მთელი ის ფული, რომელსაც ეს ქალი ინახავდა ბინაში.
ქალი კი იყო ავად და აღარ დარჩენოდა დიდი ხნის სიცოცხლე.
მან გაყიდა ეს ბინა და ფულს ძვირადღირებულ მკურნალობაზე ხარჯავდა. მაგრამ გარდაიცვალა მარტოობაში. ‘’
ნ. სავჩენკო
ჩანაწერი არქივიდან
ლვოვის სასაფლაოს ეპიზოდი
ყრმა ვიაჩესლავი და პოეტი ირაკლი ნადარაია

არქივი
,, ზაფხულში მეგობრებთან ერთად ვისვენებდით ბათუმში.
როდესაც გადავწყვიტეთ ბოტანიკურ ბაღში გამგზავრება, ირაკლიც დავპატიჟეთ ჩვენთან.
ის იყო ჩაფიქრებული , ლამაზი და გამვლელების ყურადღებას იქცევდა.
როდესაც ზემოთ ავედით, საიდანაც ზღვა მოსჩანდა, ირაკლიმ თქვა ,, მე დავიძინებ ახლა. მოვა ყრმა ვიაჩესლავი და ჩვენ წავალთ ზღვაში. არ გამაღვიძოთ. როდესაც დავბრუნდები, მოგიყვებით ამის შესახებ “.
მას ნახევარი საათი ეძინა და როდესაც გაიღვიძა, ის იყო ადრინდელზე უფრო ლამაზი .
მან გვიამბო ყრმა ვიაჩესლავის შესახებ. მათი საუბრის შესახებ. და იმაზე , სად წავიდნენ და რა ნახეს.
სახლისკენ მომავალ გზაზე ირაკლი საუბრობდა მცენარეების შესახებ , რომელიც იყო გარშემო.
იმის შესახებ, რისი განკურნება შეუძლიათ, როგორები არიან, საიდან მოვიდნენ და რა სურთ მათ.
ის საუბრობდა ჩვენთვის უცნობ ენაზე და ეხებოდა ხეებს და ბალახს. ‘’
ო. რომანოვა
შენიშვნა არქივიდან
მოგონება ბათუმის შესახებ — ეპიზოდი ბოტანიკურ ბაღში
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში

ქრონიკა
,, იჯდა ირაკლი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში და გაჰყურებდა ხეებს.
მიუახლოვდა მას ბიჭი, რომელიც ტიროდა და ირაკლის გვერდით ჩამოჯდა .
მას გარდაეცვალა ბებია და ერთი საათის წინ მისი სხეული გადაასვენეს მორგის შენობაში, რომელიც განმარტოვებით იდგა საავადმყოფოს ეზოში.
,, ვერ მოვასწარი დამშვიდობება მასთან. მსურს მისი ნახვა უკანასკნელად ” თქვა ბიჭმა და ჩაეხუტა ირაკლის.
,,წავიდეთ -უთხრა მას ირაკლიმ. შენ ნახავ ბებიას და შეძლებ საუბარს მასთან “.
როდესაც დაცვის კარებს მიუახლოვდნენ , უთხრა მათ ირაკლიმ ,, დაიძინეთ და გაჩუმდით “.
დაცვის თანამშრომლებს ჩაეძინათ. ირაკლი და ეს ბიჭი კი შენობაში შევიდნენ და გაემართნენ დარბაზისკენ, სადაც ესვენა გარდაცვლილი ქალის სხეული.
უცებ მათ მიუახლოვდა ხანდაზმული ქალბატონი თეთრ ხალათში. აკადემიკოსი, ექიმი პათანატომი თამარ დეკანოსიძე.
მას სურდა დაცვის გამოძახება, მაგრამ ირაკლიმ შეაჩერა და უთხრა ,,ქალს, რომელიც თქვენ მოამზადეთ , არ სურს რომ შეეხოთ მის სხეულს. ასე , ხელშეუხებლად სურს რომ დაკრძალონ “.
,, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ასე მოვიქცეთ ” თქვა თამარ დეკანოსიძემ.
,,ჰკითხეთ მას ” უთხრა ირაკლიმ და ყველანი შეტრიალდნენ გარდაცვილისკენ.
უცებ, შორეული ფანჯრიდან ოთახში შემოვიდა სინათლე და ვარდის სურნელით აივსო დარბაზი.
სინათლემ გაანათა გარდაცვლილის სახე , რომელიც იღიმებოდა .
თამარმა და ირაკლიმ მარტო დატოვეს შვილიშვილი და ბებია .
ერთი საათის შემდეგ კი , აკადემიკოსის ბრძანებით, გარდაცვლილი ქალის სხეული ხელუხლებლად გადაასვენეს მის სახლში. ‘’
ს. შერვაშიძე
შენიშვნა არქივიდან
მოგონებები თბილისში გატარებული დროიდან — ეპიზოდი საავადმყოფოს მორგში
წინასწარმეტყველება ჯოხარ დუდაევის მკვლელობის შესახებ

არქივი
,, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ჩვენთან პალატაში იმყოფებოდნენ დაჭრილი ჩეჩნები, ვინც მალულად ჩამოიყვანეს და მკურნალობდნენ თბილისში.
ირაკლი მოდიოდა მათ პალატაში.
მოჰქონდა მათთვის ხილი. იჯდა და საუბრობდა მათთან. ანუგეშებდა მათ ახლობლებს. ეხმარებოდა მათ სიტყვით და მკურნალობდა ხელებით.
ერთი დაჭრილი მეომრის ბებია, რუსი მოხუცი კი იჯდა ოთახის კუთხეში და ტიროდა. ირაკლი უკითხავდა მას ლექსებს და მოხუცი ასე იძინებდა ხოლმე .
აპრილის ერთ დღეს მოვიდა ირაკლი აღელვებული და სურდა პალატაში შესვლა .ექიმი კი უკრძალავდა მას მოსვლას და ამჯერადაც არ უშვებდა დაჭრილებთან ოთახში.
მაგრამ ირაკლი ძალით შეიჭრა პალატაში ყვირილით .
მივიდა თითოეულ დაჭრილთან და რაღაცას ეუბნებოდა მათ ჩუმი ხმით.
როდესაც ირაკლი წავიდა , ერთმა მეომარმა მითხრა ,, ლამაზი ბიჭია. პოეტი და ფანტაზიორი , როგორც ბარონი მიუნჰაუზენი “.
მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ მას სურდა გენერალ ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის გაფრთხილება, მოსალოდნელი თავდასხმის და აფეთქების შესახებ.
სურდა მისი სიცოცხლის გადარჩენა.
მას სურდა ასევე საუბარი მის მეუღლესთან, მხატვარ ალა დუდაევასთან ტელეფონით , მაგრამ არავინ დაუჯერა მის სიტყვებს.
ეს იყო 1996 წლის 19 აპრილი.
დაჭრილებთან კი ირაკლი მეტად აღარ მოსულა.’’
მ. სტურუა
შენიშვნა არქივიდან
მოგონებები თბილისში გატარებული დროიდან — საავადმყოფოში ყოფნის ეპიზოდი, რომელიც 1996 წლის 19 აპრილს უკავშირდება
სამეფო უბნის თეატრის გადარჩენა ხანძრისგან

ქრონიკა
,, ქალაქი თბილისი.
სამეფო უბნის თეატრი. აბესაძის ქუჩაზე, ქალაქის ძველ უბანში.
ადრე აქ იყო დიდი ნაგავსაყრელი. ჩახერგილი ქვით, ფიცრებით, მიწით და ათასი რამით .
მსახიობი იზა გიგოშვილი იჯდა თეატრის ფოიეში.
სამუშაოები კი ნელი სვლით მიდიოდა წინ . გაჰქონდათ ნაგავი და აშენებდნენ თეატრს თავიდან.
საღამოობით ის ელოდებოდა იდუმალ სტუმარს, პოეტს, რომელსაც უყვებოდა სიზმრებს და ეკითხებოდა რჩევებს.
ერთ საღამოს მან ძალიან მოიწყინა. ქუჩაში წვიმდა და თეატრის შენობაში კი არავინ იყო.
იჯდა და ათვალიერებდა ძველ აფიშებს და ფოტოებს.
უცებ მას დაეუფლა შიშის გრძნობა და მან დაინახა მოხუცი ქალის აჩრდილი თეატრის კუთხეში.
როდესაც ირაკლი მოვიდა , მან თქვა ,, იზა, ეს ქალი ცხოვრობდა აქ ადრე. კატასთან ერთად. მისი სული შფოთავს.
ვერ მოიპოვა სიმშვიდე . მას შეუძლია დაწვას ეს შენობა . მომეცი სანთელი და პურის ნაჭერი ,,
მერე კი წავიდა დარბაზის სიღრმეში და როდესაც დაბრუნდა, გააფრთხილა იზა გიგოშვილი, ყურადღება მიაქციოს ასანთს.
შემდეგ დღეს კი ასეთი რამ მოხდა .
თეატრის ერთი სტუმარი ეწეოდა სიგარეტს და ისროლა ანთებული ასანთის ღერი ხის ფიცრების მიმართულებით.
ისროლა და დაავიწყდა.
იზა კი ამ დროს იმყოფებოდა შენობის სხვა მხარეს და არაფერი უნახავს.
მაგრამ მოულოდნელად , უცებ, წამიერ გაახსენდა ირაკლის სიტყვები და იმავე წამს გაიქცა იმ მხარეს , სადაც ცეცხლი წაეკიდა ფიცარს და ჩააქრო ის მაშინმე .
ასე გადარჩა თეატრი ხანძარს ‘’.
ვ. კრილოვა
შენიშვნა არქივიდან
თბილისის მოგონებები — ეპიზოდი -“სამეფო უბნის თეატრი “
დიმიტრი ხვოროსტოვსკი და პოეტი ირაკლი ნადარაია

ქრონიკა
,, ოპერის მომღერლის დიმიტრი ხვოროსტოვსკის თბილისში ყოფნის დროს, მომღერალმა ირაკლისთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
ირაკლის დაურეკეს და სთხოვეს დიმიტრის მიღება და მასთან საუბარი.
მაგრამ შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მეორე დღეს ხვოროსტოვსკი თბილისიდან გაფრინდა.
იმ დღეს კი ირაკლი მენაგვის ქალიშვილს მკურნალობდა ხელებით.
მაგრამ მკურნალობა არ შეუწყვეტია.
საღამოს კი წერილი მისწერა დიმიტრის.
კონვერტში ლობიოს შვიდი მარცვალი ჩაუწყო ,,ძვირფასო დიმიტრი , ეწერა ამ წერილში ,, შენ კიდევ შვიდ წელიწადს იცხოვრებ ამ სევდიან და უცნაურ დედამიწაზე.
ყოველ საახალწლო ღამეს , აიღე ეს მარცვალი . მიდი ფანჯარასთან და ქუჩაში ისროლე.
სიკვდილი ამ მარცვალს წაიღებს და წავა.
ოღონდ არავის უამბო ამის შესახებ “.
გაივლის შვიდი წელიწადი და დიმიტრი ხვოროსტოვსკი ცრემლიანი თვალებით გაიხსენებს ამ ამბავს, გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ”
გ. ლაპტევა
შენიშვნა არქივიდან
თბილისის მოგონებები — დიმიტრი ხვოროსტოვსკი
რა უთხრა ირაკლი ნადარაიამ ვალერია ნოვოდვორსკაიას

ქრონიკა
,,ირაკლის საუბარი ვალერია ნოვოდვორსკაიასთან.
სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში, ტელეფონით.
აფხაზეთის ომის დროს.
ირაკლიმ გააფრთხილა ნოვოდვორსკაია და უთხრა ,, თბილისში გცემენ, გაგლანძღავენ და ჩაგაგდებენ ციხეში.
და ისე გატკენენ გულს, როგორც არავის არასდროს შენს ცხოვრებაში.
მერე კი გავა წლები და ჩამოხვალ სხვა დროს და ჯილდოს გადმოგცემენ თბილისში ქართველები .”
,, ხომ არ მომკლავენ” ჰკითხა მან ირაკლის.
,, შენი სხეული, როგორც ჯადოსნური ფიფქები, მძვინვარე ღუმელიდან დაუბრუნდება ხალხს .
იტირებენ შენი მეგობრები .
გაგაცილებენ სევდით და მერე კი სხეულს გასდასცემენ ღუმელს ” უთხრა მას ირაკლიმ . ”
გ. წულეისკირი
შენიშვნა არქივიდან
სოხუმის მოგონებები — საუბარი აფხაზეთის ომის დროს
ლიუდმილა გურჩენკოს სიკვდილი

ქრონიკა
,, მსახიობ ლიუდმილა გურჩენკოს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლიმ გვითხრა , რომ ელოდება სტუმარს და გვთხოვა სუფრისთვის მოგვეტანა ყველაფერი, რაც ჩამოგვითვალა.
საღამოს სახლის კარები ჩაკეტა და გააწყო სუფრა მაგიდასთან, სადაც იდგა ორი სკამი.
თავისთვის და სტუმრისთვის.
მან გვითხრა, რომ ელოდება ლიუდმილა გურჩენკოს .
მეორე დღეს კი ტელევიზიიდან გავიგეთ , მსახიობის გარდაცვალების შესახებ .
,, ის მოვიდა და ჩვენ ვისაუბრეთ ” გვითხრა ირაკლიმ. “
ჯ.ნებიერიძე
შენიშვნა არქივიდან
ნაწყვეტი-მოგონებები. ლიუდმილა გურჩენკო
ყვავილები დედა ტერეზასთვის

არქივი
,, 9 აპრილის ტრაგედიიდან, რამოდენიმე დღის შემდეგ , ირაკლიმ გააკეთა ალბომი, სადაც ჰქონდა დაღუპულთა სურათები , ლექსები და სტატიები გაზეთებიდან, ფოტოები ჟურნალებიდან.
მან გააკეთა პატარა მემორიალი სოხუმის თეთრი ეკლესიის კედელთან.
სადაც ხალხს მოჰქონდა ყვავილები და ანთებდნენ სანთლებს.
მან გააკეთა მემორიალი ბავშვთა რკინიგზის სანატორიუმის ფოიეში , სადაც დაკიდა სურათი, ყვავილები და აანთო სანთლები.
ამან კი გააბრაზა სანატორიუმის ხელმძღვანელები .
მათ გალანძღეს ირაკლი და გააფრთხილეს, რომ დასჯიდნენ ამის გამო.
მაგრამ, რამდენჯერაც ჩამოხსნიდნენ სურათებს და გადაყრიდნენ ყვავილებს და სანთლებს, ირაკლი კვლავ აკეთებდა ყველაფერს თავიდან.
სახლში კი იჯდა ფანჯარასთან და პიანინოზე უკრავდა , მღეროდა და ტიროდა ხოლმე.
იმ დღეებში ვნახე ირაკლი ზღვის სანაპიროზე, იჯდა და ტიროდა .
მღეროდა უცნაურ სიმღერას და გაჰყურებდა ზღვას .
,,მალე ჩამოვა დედა ტერეზა და წაიღებს ჩემს ყვავილებს” მითხრა ირაკლიმ.
მერე კი მიამბეს, როდესაც დედა ტერეზა შეუძლოდ გრძნობდა თავს, ირაკლის გაგზავნილ ყვავილებს ეფერებოდა და ღიღინებდა თავისთვის .
დრო მიდიოდა, ყვავილები კი შეინახა რვეულში, სადაც წერდა წერილებს ღმერთს .
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი უთხრა ერთ მონაზონს ,, მე ამ ყვავილებს თან წავიღებ. გზას გამინათებს ღამეში, სანამ ვიპოვი გზას უფლისაკენ ”
თ. ჩხვიმიანი
შენიშვნა არქივიდან
სოხუმის მოგონებები — 9 აპრილის ტრაგედია და დედა ტერეზა
მაიკლ ჯექსონის სული თბილისში

ქრონიკა
,, იმ დღეებში მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა .
ირაკლის დავურეკეთ. გვინდოდა მასთან სტუმრობა, მაგრამ ის არ გვპასუხობდა არც ტელეფონზე, არც სახლის კარებს უღებდა არავის.
ორი დღის შემდეგ ისევ მივედით და იმდენ ხანს ვეძახდით, სანამ კარები არ გააღო.
უცნაური შესახედავი იყო ირაკლი. თითქოს საიქიოდან, სხვა სამყაროდან მობრუნებულა.
ფერმკრთალი და მოწყენილი .
ირაკლიმ გვიამბო, რომ უკვე მეორე დღეა მასთან მოდის მაიკლი და ესაუბრება.
ერთად უსმენენ სიმღერებს და მაიკლი უყვება მას ბევრ საიდუმლოს.
გაგვიკვირდა, რადგან ირაკლი არასდროს ყოფილა ჯექსონის ფანი ან მისი შემოქმედების მიმდევარი.
რამოდენიმე დღის შემდეგ კი ირაკლიმ დაგვპატიჟა თავისთან და გვითხრა. ,, დღეს სუფრას გავაწყობ და იმ საჭმელებს დავამზადებ, რაც მას უყვარდა.
მაიკლი მოვა და ჩვენთან ერთად იქნება ამ სუფრაზე ” .
დათქმულ დროს მივედით.
სასტუმრო ოთახში ჭაღზე დიდი შავი ქოლგა ეკიდა .
ქვემოთ, სამზარეულო ოთახში კი სუფრა იყო გაშლილი.
როდესაც სუფრასთან დავსხედით , ირაკლიმ თქვა ,, მაიკლ, ვიცი, რომ მოხვედი. მოგვეცი ნიშანი, რომ აქ ხარ ” .
მოულოდნელად იმ მხარეს, სადაც მაიკლისთვის იდგა სკამი სუფრასთან, ახმაურდა ჭიქები და თეფშები, ამოძრავდა ჭურჭელი.
შეშინებული სტუმრები სამზარეულოდან გაცვივდნენ.
ზემოთ ამოსულებს კი ასეთი სურათი დაგვხვდა.
ცარიელ ოთახში, სადაც არავინ იყო, ჭაღზე დაკიდებული შავი ქოლგა ირწეოდა სხვადასხვა მხარეს.”
ლ. კვაშილავა
შენიშვნა არქივიდან
თბილისის მოგონებები — ეპიზოდი მაიკლ ჯექსონის შესახებ
მის სახლთან ჩიტების გუნდი მოფრინდა

ქრონიკა
,, როდესაც გარდაიცვალა მომღერალი თემურ წიკლაური, ირაკლიმ მითხრა ,, წამომყევი. ერთი ბავშვი უნდა მოვინახულოთ. ”
მითხრა, რომ ნახა თემურ წიკლაური სიზმარში, რომელმაც სთხოვა ,, მიდი იმ ბავშვთან, თავზე დაადე ხელები, განკურნე .
და როდესაც გაიზრდება , მე მივცემ ძლიერ ხმას და იმღერებს .
მანამ კი არავის უთხრა სად ცხოვრობს და ვინ არის ეს ბავშვი”.
მივედით ძველ, ფიცრებისგან ნაშენებ სახლში, თბილისის შემოგარენში.
გაოცებულმა ბავშვის დედამ სახლში შემოგვიყვანა.
ბავშვი მოწყენილი იწვა ლოგინში და ჩუმად ტიროდა.
ირაკლი მივიდა მასთან , გულში ჩაიკრა, თავზე ხელები დაადო და თქვა ,, შენ იმღერებ და ახლა ავადმყოფობა წავა შენგან “.
მეორე დღეს , ბავშვის დედამ დარეკა .
ის ტოროდა .
მან გვითხრა, რომ თავის ძლიერი ტკივილები გაუქრა და ბავშვი ფეხზე წამოდგა.
თემურ წიკლაურის დაკრძალვის დღეს, როდესაც ლურჯი მონასტრიდან გამოასვენეს, ირაკლი თავისი სახლის ფანჯარასთან იდგა, საიდანაც ხელის გულზე მოსჩანს ლურჯი მონასტერი და თქვა ,, მემშვიდობება .”
უეცრად ჩიტების დიდი გუნდი აფრინდა ლურჯი მონასტრიდან და წამოვიდა ირაკლის სახლის ფანჯრებისკენ.
ჩიტების გუნდმა რამოდენიმეჯერ სულ ახლოს ჩაიფრინა ირაკლის ფანჯრებთან.
გვესმოდა ჩიტების სიმღერა, მათი ხმები და მერე მთებისკენ გაფრინდნენ “
გ. ბენდელიანი
შენიშვნა არქივიდან
მოგონებები- თბილისი. ეპიზოდი -თემურ წიკლაურის დაკრძალვა
დაღუპულთა დედები მოვიდნენ ირაკლისთან რჩევის და დახმარების მისაღებად

არქივი
,, იყო შემოდგომის გრილი საღამო.
სტუმრები სვამდნენ ყავას ვერანდაზე, როდესაც დარეკა ზარმა კარებში.
კარები გავაღე .
შემეშინდა.
კარებთან იდგა ხუთი შავებში ჩაცმული ქალი, ზოგიერთი მათგანი კი ტიროდა.
მათ ითხოვეს ირაკლისთან შეხვედრა.
მე ვუთხარი, რომ ირაკლი დაკავებულია, ჰყავს სტუმრები და შევთავაზე მოსულიყვნენ ერთი კვირის შემდეგ.
ქალები წავიდნენ კიბეებისკენ და კარი დავკეტე.
უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, ირაკლიმ დაიძახა ბინის სიღრმიდან ,,რატომ არ შემოუშვი ისინი ?
მე ველოდი მათ მოსვლას.
წადი და დაუძახე ახლავე. “.
ქვემოთ გავიქეცი, ქუჩაში და დავეწიე ქალებს .
ირაკლი ესაუბრა მათ და მერე კი წავიდნენ.
დატოვეს გარდაცვლილი შვილების ფოტოები.
ამ ადამიანებს წაართვეს და დაუწვეს სახლები ქალაქ სოხუმში.
მათი შვილები მოკლეს წამებით, მათ შორის სამი წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც მოაჭრეს ცხვირი და დასთხარეს თვალები.
ქალები ეძებდნენ მათ ცხედრებს და ირაკლიმ უთხრა , სად იყო მათი შვილების სხეულები დამარხული.
,, ისინი ვინც მოიპარეს თქვენი სახლები და მოკლეს თქვენი შვილები, ერთმანეთის მიყოლებით მოკვდებიან მალე .
და განადგურდება მათი საგვარეულო. ” უთხრა ქალებს ირაკლიმ.
მათ იპოვეს ახლობლების საფლავები და დარეკეს
,,იცით, თქვა ქალმა , რომელიც ქვითინებდა
,, მათ , ვინც მოკლეს ჩვენი ბავშვები, განადგურდნენ.
ერთი მოკვდა მძიმე დაავადებით.
მეორემ კი თავი ჩამოიხრჩო.
ორმა დანარჩენმა კი ერთმანეთი დახოცეს, ვერ გაინაწილეს ნაძარცვი “
მ.ეზუხბაია
საარქივო ჩანაწერი
სოხუმის პერიოდის მოგონებები — ამონარიდი ომის შემდგომ დატოვებული მონათხრობიდან
აფრიკის დედოფალი თბილისში

ქრონიკა
,, მასთან ხშირად მოდიან ძლიერნი ამა სოფლისა, ცნობილი ადამიანები.
ასე მოვიდა მასთან აფრიკის სახელმწიფოს დედოფალი , რომლის მეუღლეც იყო უძლიერესი ვუდუს ჯადოქარი თავის მხარეში.
ისინი დაქორწინდნენ.
თავიდან ყველაფერი იყო კარგად, მაგრამ ბოროტმა და ჭორიკანა ადამიანებმა წააჩხუბეს ერთმანეთს.
დედოფალმა სთხოვა ირაკლის დახმარება.
ირაკლიმ კი გვითხრა ,, მომიტანეთ ძველი თოჯინა მაღაზიიდან და კომშის ხის ფოთლები.”
ისინი კი მალე შერიგდნენ.
მეფემ უარი თქვა ჯადოქრობაზე .
ასე ამბობდა , რომ თოჯინებმა უთხრეს მას ,, შორს შენგან არის ის, ვისაც აქვს თოჯინა , რომელიც ტირის და გიკრძალავს ჯადოქრობას “
მ. დოსიტეი
შენიშვნა არქივიდან
საერთაშორისო მოგონებები — აფრიკული სამეფო ოჯახის შესახებ
არსებობს კი ღმერთი სინამდვილეში ?

ქრონიკა
,, მოვიდა მისი პოეზიის საღამოზე ქალი, დიდი ქარხნის ყოფილი დირექტორი.
საღამო იმართებოდა თბილისში, თეატრში რუსთაველის გამზირზე .
იდგა ეს ქალი ატირებული შესასვლელთან და არ ჩქარობდა თეატრში შესვლას.
მან დაკარგა სახლი თბილისში და მერე კი ბინებიც.
შვილმა მოატყუა დედა და ქუჩაში უსახლკაროდ დატოვა.
ახლა ეს ქალი ცხოვრობდა პატარა ნაქირავებ ბინაში და თავის მოკვლა უნდოდა .
საღამოს დასრულების შემდეგ ირაკლისთან მივედით.
მან უთხრა ირაკლის ,,არ არსებობს არანაირი ღმერთი ამ სამყაროში.
ყველაფერი ეს სიცრუე და მოტყუებაა.
ირგვლივ იმდენი უსამართლობაა .
იტანჯებიან კეთილი ადამიანები.
დამიმტკიცოს ღმერთმა , რომ არსებობს ან არა და თავს მოვიკლავ ამ ღამით “.
ირაკლიმ დასვა ის სკამზე.
მოიტანა ფურცელი და ფანქარი.
,, დაწერე აქ სიტყვები და წადი ” უთხრა მან მას.
ქალი ქვითინებდა და წერდა ,,მტრედი. პური. ვარდი. წყალი ” .
ადგა და წავიდა.
რამოდენიმე დღის შემდეგ ქუჩაში დავინახე ეს ქალი , ფუნთუშას აჭმევდა მტრედებს.
მან ჩემთან მოირბინა.
გადამეხვია და მითხრა
,, იმ დღეს, პოეზიის საღამოს შემდეგ, როდესაც ვესაუბეთ ირაკლის და მე დავწერე სიტყვები…
წავედი სახლში თავის მოსაკლავად.
მინდოდა აბაზანაში ჩაწოლა და ვენების გადაჭრა.
სახლისკენ მიმავალს, მთელი გზა მომყვებოდა მტრედი ,მიმაცილებდა, სანამ სახლთან არ მოვედი.
მერე ამ მტრედმა მიწაზე დაგდებული პატარა პურის ჭამა დაიწყო .
მეზობელი ეზოდან გოგონამ მოირბინა ჩემთან და ვარდი მაჩუქა მოულოდნელად.
მერე კი წამოვიდა წვიმა.
როდესაც ბინაში ავედი, სიხარულისგან, აღელვებისგან ხტუნვა დავიწყე.
და ერთ წამს, მოულოდნელად, ფიცარი იატაკზე გაიბზარა და ჩატყდა.
ფეხი კი ჩამივარდა ფიცრებში .
ხელებით მოვსინჯე და ვიპოვე ნაჭრის ხურჯინი, რომელშიც ოქროულობა ვიპოვე. ”
ვ.ტიმჩენკო
შენიშვნა არქივიდან
თბილისის პერიოდის მოგონებიდან
მისი მტრები ყოველთვის ისჯებიან

ქრონიკა
,,როდესაც შეიქმნა საიტი www.iraklinadaraia.com ( 2010 წ. )
მასზე განთავსდა სტატიები, ინტერვიუ და სხვადასხვა მასალა ირაკლი ნადარაიას შესახებ ქართულ, ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენაზე.
ხალხი გვირეკავდა და გვილოცავდა ამ საიტის გამოჩენას საქართველოში, რადგან შეეძლოთ, საიტზე შესულიყვნენ და ირაკლისთვის შეკითხვები დაესვათ.
მაგრამ ყველას როდი გაუხარდა ეს ამბავი.
რამოდენიმე თვეში საიტი გატეხეს და გაანადგურეს მასზე განთავსებული ყველა მასალა.
მათ სძულდათ ირაკლი, რადგან არ სურდა მათთან ურთიერთობა და ცხოველების მოკვლაში მონაწილეობის მიღება.
გაივლის სულ რაღაც სამი თვე და ამ საქმის ყველა მონაწილე დაიღუპება ძლიერი ხანძრის დროს ‘’
მ. მუხიგულაშვილი
,,დადიოდნენ ირაკლისთან , იტალიური ენის შესასწავლად ახალგაზრდა ქალები.
საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი ცნობილი კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი და მისი მეგობრები.
ისინი სწავლობდნენ იტალიურს, რადგან იტალიაში გამგზავრებას გეგმავდნენ.
იმ დროს კი ირაკლი ამბობდა, რომ მისი დედა არის იტალიელი ქალბატონი ვენეციიდან.
ამის შესახებ საუბრობდა პოეზიის საღამოებზე და ჟურნალისტებთან, რომლებიც წერდნენ სტატიებს მის შესახებ.
,, ვხედავ მას. ის მოდის ჩემთან მდინარის სანაპიროდან. ხან ზღვასთან ვხვდებით ერთმანეთს, ხან ვენეციის ქუჩებში „ მითხრა ერთხელ ირაკლიმ.
როდესაც ამ ქალებმა ეს შეიტყვეს, გაბრაზდნენ და განიზრახეს მისი შეშინება.
ემუქრებოდნენ პოლიციით , ანგარიშსწორებით, დევნით და განადგურებით.
მის შესახებ დაწერილ სტატიებს დამცინავად კითხულობდნენ და ხმამაღლა ხარხარებდნენ.
იტალიურის გაკვეთილების საფასური- გადახდილი თანხაც უკან მოიხოვეს და წაიღეს და საშინლად ატკინეს მას გული.
,, იქნებიან, როგორც მინდვრის , ჭაობში დამპალი ყვავილები.
დალპებიან, როგორც ქალები და დაიხურება ყველა კარი მათ წინაშე. „ თქვა ირაკლიმ.
გაივლის წლები და პრეზიდენტობის ეს კანდიდატი მძიმე დაავადებით მოკვდება, ხანგრძლივი ავადმყოფობის და ტანჯვის შემდეგ. ‘’
მ. დანელია
,, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ცხოვრების დროს გაიცნო ირაკლი ერთმა ახალგაზრდამ და ხშირად დადიოდა მასთან სტუმრად.
მერე კი მის სახლში ცხოვრობდა.
მეგობრობას ეფიცებოდა ირაკლის.
უშიშროების სამსახურის აგენტი და ეკლესიის სტიქაროსანი , რომელმაც მოგვიანებით ცილი დასწამა მას.
დაასმინა უშიშროების სამსახურში .
ირაკლი კი დააპატიმრეს ცრუ ბრალდებით.
ერთი დღის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდათ და შეურაცყოფას აყენებდნენ მას .
აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
უშიშროების მაღალჩინოსნის კაბინეტში შემოიყვანეს ჯალათი და წამებით და მკვლელობით ემუქრებოდნენ მას .
მერე კი გაანთავისუფლეს და შენობიდან გაუშვეს.
,,ეს კაცი მძიმე ავადმყოფობით მოკვდება.
დაკარგავს სახეს, გონებას და სულს „ თქვა ირაკლიმ უშიშროების მაღალჩინოსნის შესახებ ,როდესაც უშიშროების სამინისტროს შენობიდან გამოდიოდა.
მან დაინახა დამსმენი, რომელიც შემოდიოდა შენობაში.
გაოცებული უყურებდა ირაკლის და ფიქრობდა , ნეტავ როგორ გადარჩა ციხეს ან სიკვდილს.
მოგვიანებით კი მითხრა ირაკლიმ ,, ივლის ასე. დასმენით და სხვების უბედურებით იშოვის ცოტაოდენს.
მერე კი იწანწალებს ქუჩებში, როგორც ბოგანო.
და ასე ივლის მთელი ცხოვრება.
არასდროს ექნება სახლი და არასდროს ეყოლება ნამდვილი მეგობრები „
ლ. ნარიმანიძე
,, არის ერთი ბოროტი, სულით მახინჯი დედაკაცი , რომელიც ფსევდონიმით აქვეყნებს წიგნებს და ბოღმით და შურით სავსე დააბიჯებს დედამიწაზე.
ასე დაწერა მან ,,წიგნი „ სადაც შეიტანა ბიოგრაფიული ნაწყვეტები ირაკლი ნადარაიას ცხოვრებიდან.
მოიპარა ეს ბიოგრაფიული ნაწყვეტები.
ლაფში ამოსვარა და გამოაქვეყნა.
სადაც ირაკლის თაღლითს, ქურდს და სხეულით მოვაჭრეს ეძახის.
ათასი სისაძაგლით აავსო ეს ,,წიგნი „ და გამოსცა.
წიგნის რედაქტორი კი არის დრამატურგი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სიბინძურის შექმნაში და გამოცემაში.
ეს ამაზრზენი ტექსტები კი გამოსცა გამომცემლობამ თბილისში.
,, როდესაც გაბრაზებული მივედი მასთან და ვურჩიე ირაკლის სასამართლოში შეეტანა სარჩელი ამ არამზადების წინააღმდეგ, მან მითხრა :
,, გაივლის დრო და მიხვდებიან- რა ბოროტებაც ჩაიდინეს. ინანებენ , მაგრამ დროს უკავ ვეღარ დააბრუნებენ. “
კ. ფალიაშვილი
შენიშვნა არქივიდან
ქრონიკა — ციფრული, პოლიტიკური და სოციალური ეპიზოდები (2010–აწმყო)
მსახიობ ლია ელიავას ხსოვნის საღამო

ქრონიკა
.მათ, ვინც ესწრებოდნენ ირაკლის მიერ მოწყობილ მსახიობ ლია ელიავას ხსოვნის საღამოს, იხსენებენ
,, ირაკლიმ უნივერსიტეტში ლია ელიავას ხსოვნის საღამოს მოწყობა გადაწყვიტა და მივიდა რექტორთან, რომელსაც არ შეახვედრეს.
მერე კი აუკრძალეს საღამოს ორგანიზება .
არ უთმობდნენ სცენას და ეუბნებოდნენ ,,ასეთ საღამოს შენ როგორ მოაწყობ „
არც მსახიობის ოჯახს არ სჯეროდა, რომ რაიმე ფასეულთან ჰქონდათ საქმე .
ირაკლი კი ამბობდა, რომ ლიამ უთხრა მას, რომ სურდა ამ საღამოს მოწყობა, რომ დამშვიდობებოდა ყველას.
საღამოსთვის კი არავინ აკეთებდა არაფერს.
,, ხომ ხედავ, არავინ გეხმარება. არავის სჯერა, რომ ეს საღამო შედგება „ ვუთხარი ირაკლის.
მან კი მიპასუხა ,,ლიას სურს ეს საღამო „
და მოხდა საოცრება.
დარბაზიც დაუთმეს, ძვირფასი ყვავილების თაიგულიც მოიტანეს უფასოდ . მსახიობის სახლიდან მოიტანეს მისი პორტრეტი .
მოვიდა ოჯახი, უამრავი მეგობარი და ნაცნობი. მსახიობები, ჟურნალისტები, ტელევიზია და პრესა.
უნივერსიტეტის რექტორი კი გაოგნებული საყვედურობდა ყველას ,, თუ ასეთი დიდი საღამო იმართებოდა, რატომ არავინ გააგებინა მას „
როდესაც სცენაზე ირაკლი ავიდა , მან თქვა, რომ ახლა დარბაზში შემოვა ლია, ის აქ არის და სურს დაემშვიდობოს ყველას.
ხალხი ტიროდა და ამბობდნენ, რომ გრძნობდნენ ლიას ყოფნას დარბაზში.
საღამოს დასასრულს ირაკლიმ წაიკითხა ლექსი ,, წვიმა „ და უთხრა შეკრებილებს ,, როდესაც დასრულდება ეს საღამო , ლია წვიმის სახით მოვა თქვენთან და მოგეფერებათ.
ეს იქნება მისი დამშვიდობება თქვენთან „
როდესაც საღამო დასრულდა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა , წამოვიდა წვიმა, რომელიც გაგრძელდა რამოდენიმე წუთს, თუმცა ცაზე არ იყო არცერთი ღრუბელი „
მ. ნემსიწვერიძე.
შენიშვნა არქივიდან
მემორიალური კონცერტი . მსახიობ ლია ელიავას ხსოვნის საღამო უნივერსიტეტის სცენაზე
სასაფლაოს დამლაგებლის განკურნება

ქრონიკა
,,ოპერის გარდაცვლილი მომღერლის მაია თომაძის საფლავზე ადიოდა ირაკლი და უკითხავდა მას ლექსებს.
შემოდგომის ერთ საღამოს, როდესაც სასაფლაოდან ბრუნდებოდა, გზაზე შემოხვდა მოხუცი ქალი, წელში მოხრილი და ავადმყოფი. სასაფლაოს დამლაგებელი.
,,აიღე რამოდენიმე ქვის ნატეხი მაიას საფლავიდან . სახლში წაიღე და როცა დაიძინებ , საწოლთან დაიდე. „ უთხრა ირაკლიმ.
დაუჯერა მას მოხუცმა. რამოდენიმე დღეში კი წელშიც გასწორდა და გამოჯანმრთელდა.
მერე ესიზმრა ამ ქალს მაია თომაძე, რომელმაც უთხრა ,, მიყვარს, როცა ირაკლი მიკითხავს ლექსებს’’
ზ. კერესელიძე
შენიშვნა არქივიდან
განკურნების ისტორია. მაია თომაძის საფლავთან წაკითხული ლექსები
შეხვედრა თბილისის იპოდრომზე

ქრონიკა
,, თბილისში, საბურთალოზე ცხოვრების დროს, ირაკლი ხშირად სეირნობდა იპოდრომზე.
ერთ საღამოს მასთან მოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები და უთხრეს
,, ხშირად გხედავთ აქ მარტოს.
მარტო სეირნობ და დადიხარ.
ჩვენთან წამოდი. გვინდა რომ იყო ჩვენი ქურუმი. „
ირაკლი გაჰყვა ახალგაზრდებს ტყის სიღრმეში.
ჩაბნელებულ ხეებში კი დაინახა ათამდე ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი .
ისინი სათითაოდ მიუახლოვდნენ .
ეუბნებოდნენ რომ უყვართ და სთხოვდნენ შეხებოდა მათ თმას .
შემდეგ მათ სთხოვეს ირაკლის დასწრებოდა რიტუალს .
ირაკლიმ კი უთხრა მათ
,, აქ მეტად აღარ შეიკრიბებით.
აქაურობას კი დაანგრევენ.
ნუ დაწვავთ ღვთისმშობლის და იესოს ხატებს. ამ ხატებს მე წავიღებ. ‘’
ახალგაზრდები გაბრაზდნენ და გინება დაუწყეს მას.
მერე კი მისცვივდნენ და ტანსაცმლის შემოხევა დაუწყეს.
,, შეჩერდით , თორემ დაბრმავდებით „ უთხრა ირაკლიმ.
მოულოდნელად ღამის ცა კიდევ უფრო მეტად დაბნელდა და მათი ყვირილის ხმით აივსო ეს ტყე
,, ვერაფერს ვხედავ, დავბრმავდი ‘’ ყვიროდნენ ისინი.
ირაკლიმ ხატები წამოიღო და სახლში დაბრუნდა.
როდესაც მხედველობა დაუბრუნდათ, სატანის კულტის მიმდევრები ისე წავიდნენ იპოდრომიდან, რომ მას შემდეგ ერთმანეთიც აღარ უნახავთ.
მეორე დღეს კი ბულდოზერები და სამშენებლო ტექნიკა მოაგდა იპოდრომს და მან შეწყვიტა არსებობა ‘’
გ. კასანიდი
შენიშვნა არქივიდან
თბილისის იპოდრომთან დაკავშირებული ეპიზოდი. საბურთალო
შვიდი პეპელა ოთახში

არქივი
,, ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს მიუყვებოდა ირაკლი გზას მთაწმინდის პანთეონისკენ ფეხით.
ჩიტაძის ქუჩაზე შეჩერდა და იქვე მცხოვრებ მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს ესტუმრა.
დოდო სამზარეულოში ამზადებდა სადილს.
მას ძალიან გაუხარდა ირაკლის სტუმრობა. ჩაეხუტა და ატირდა .
,, მალე მოვკვდები და წავალ ამ წუთისოფლიდან „ უთხრა მან ირაკლის.
ირაკლიმ კი უპასუხა ,, დოდო , ახლა შემოფრინდებიან პეპლები და ისინი გეტყვიან ყველაფერს „
მოულოდნელად ოთახში შემოფრინდა შვიდი პეპელა, სვადასხვა ფერის და ფრთებით ეხებოდნენ კედლებს.
დოდო და ირაკლი კი მდუმარედ უყურებდნენ მათ. ‘’
ლ. ბრეგვაძე
შენიშვნა არქივიდან
თბილისის მოგონება — შეხვედრა დოდო ჭიჭინაძესთან
მომღერალი ეთერ კაკულია და ვაშლები

ქრონიკა
,, მომღერალ ეთერ კაკულიას ავადმყოფობის დროს, ირაკლი ხშირად გვეუბნებოდა ,, წადით და მიმიტანეთ ვაშლები. მოხუცი ქალებისგან იყიდეთ და მომიტანეთ „
მოგვქონდა და ვუტოვებდით მაგიდაზე.
ირაკლი ამ ვაშლებს თეთრ თეფშზე აწყობდა და მღეროდა.
ჩაკეტავდა სახლის კარებს და გარედან გვესმოდა მისი სიმღერა.
ასეთ დღეებში ეთერის ტკივილები უცხრებოდა და თავს უკეთესად გრძნობდა.
როდესაც გარდაიცვალა, ირაკლიმ დაუძახა ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
ვაშლები დაურიგა და უთხრა ,, გაიხსენეთ ეთერი ბავშვებო. წაიღეთ ეს ვაშლები და შეჭამეთ . სამი კი მოხუცებს მიეცით „
ფ. გერსამია
შენიშვნა არქივიდან
თბილისის მოგონება — მომღერალი ეთერ კაკულია
რუდოლ ნურეევი პოეტის ცხოვრებაში

არქივი
,, როდესაც სოხუმიდან მოფრინავდნენ, დაჭრილებით სავსე თვითმფრინავით თბილისში, რამოდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს და აფეთქდა.
როდესაც მშვიდობით დაეშვნენ მიწაზე, ირაკლიმ მითხრა ,, ყურში ჩამჩურჩულებდა ,,ნუ გეშინია ჩემო ლამაზო. მე შენთან ვარ და არაფერი მოხდება „
,,ვინ ჩაგჩურჩულებდა ? ‘’ ვკითხე მე მას .
,,რუდოლფ ნურეევი „ მიპასუხა ირაკლიმ.
მას ადრეც უნახავს მისი აჩრდილი.
ერთხელ სოხუმში , ქალაქის დაბომბვის დროს, ჩაბნელებულ ოთახში შევიდა სალოცავად , იქ სადაც ძველებური ხატი ესვენა. და დაინახა ოთახის კუთხეში მისი აჩრდილი. ‘’
გ. ბარათაშვილი
შენიშვნა არქივიდან
ომის წლების მოგონება — ევაკუაცია სოხუმიდან
2024 წლის ზაფხულში

ქრონიკა
“როდესაც თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, მოკლეს, ირაკლის დავურეკე მაშინვე .
ის მაშინ მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში იყო.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლიმ მითხრა, რომ თბილისში ქალს მოკლავდნენ.
“ვიცი, ვინ არის ეს ქალი . ეს კესარია აბრამიძეა”.
“რამდენჯერ გავაფრთხილე… რამდენჯერ ვუთხარი, რომ ამ ზაფხულს სიკვდილი ახლოს იქნება”, — თქვა ირაკლიმ.
მე ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა გაგვეფრთხილებინა კესარია.
ირაკლიმ მიპასუხა:
” იცის, მაგრამ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და არაფერი მოხდება”.
მას ხმაში სევდა შეეტყო.
“ძალიან მტკივა, როცა ჩემი ნაცნობი და ახლობელი ადამიანები კვდებიან.
მე ყოველთვის ახალგაზრდა ვიქნები და ვუყურებ, როგორ კვდებიან და ბერდებიან სხვები.
მაგრამ მე დავეხმარები ადამიანებს, დაიბრუნონ ახალგაზრდობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე”, — თქვა ირაკლიმ.
ქესარია აბრამიძეს ირაკლი ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა მას.
როდესაც ირაკლის ხედავდა, მასთან მიირბენდა და ისე ხმამაღლა მოკითხავდა, რომ მთელი ქუჩა ისმენდა ამას.
იმ დღის საღამოს, როდესაც კესარია აბრამიძე გარდაიცვალა, ირაკლი მონტენეგროში, ზღვის პირას იჯდა, არც ისე შორს ძველი ქალაქი სვეტი სტეფანისგან.
მან ზღვის პირას სანთელი აანთო.
როდესაც დავურეკე, ტიროდა და მითხრა, რომ მამა გაბრიელი იყო მოსული.
და ირაკლიმ სთხოვა მამა გაბრიელს დახმარებოდა კესარიას სულს მოეპოვებინა სიმშვიდე და ნათელი “.
ვ. გინზბურგი
შენიშვნა არქივიდან
2024 წლის გახსენება — მონტენეგრო
პოეტ ტიციან ტაბიძის სახლში

ქრონიკა
,, ირაკლი ხშირად სტუმრობდა პოეტის ტიციან ტაბიძის ქალიშვილს ნიტას, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე.
ისხდნენ საათობით და საუბრობდნენ.
ნიტამ უამბო უცნაური სიზმრის შესახებ
,, მამა მეუბნება, ირაკლი რომ მოვა, ის გეტყვის როდის შევხვდებით. „
,,დღეს მოვა მამა ამ ოთახში. ის ხშირად მოდის შენთან . დაგხედავს მძინარეს და მიდის „ უთხრა ირაკლიმ,
,,როდის მოვკვდები ? „ ჰკითხა მას ნიტამ.
ირაკლიმ მიიყვანა ნიტა სარკმელთან და უთხრა ,, შეხედე, მამაც აქ არის „
ატირებული ნიტა მოგვიანებით ყვებოდა, რომ დაინახა მამა ჩაბნელებულ სარკმელში, მამა , რომელიც უღიმოდა მას.
და როდესაც ირაკლი და ნიტა მაგიდასთან დაბრუნდნენ, ნახეს მაგიდაზე ძველი ვარდის ფურცლები, რომლებიც აქამდე იქ არ იყო.
ვარდის საოცრად სურნელოვანი ფურცლები.’’
ს. შიუკაშვილი
შენიშვნა არქივიდან
თბილისის ლიტერატურული მემკვიდრეობა- ტიციან ტაბიძის სახლი
ვანგა სიზმარში ესაუბრებოდა და ეხმარებოდა მას

არქივი
,, როგორ დაეხმარა ირაკლის ვანგა უცნაური ავადმყოფობის დროს, რომელიც გაგრძელდა ერთ წელიწადს.
როგორ წავიდა ირაკლი გამთენიისას ტყეში და სამკურნალო ბალახი იპოვა.
თავად დაამზადა მალამო და განიკურნა.
იჯდა ეზოში და საუბრობდა თავისთვის.
ასე გვეგონა, საკუთარ თავს ესაუბრება.
მივედი და ვკითხე ,, ვის ესაუბრები ირაკლი ?
,, ვანგელია მოვიდა და ვსაუბრობთ.
ასე მეუბნება ,, ახლა შენს ხელებს ადამიანების და სხვა არსებების მკურნალობა შეუძლია.
შენ იცი მცენარეთა ენა, ფრინველების და მრავალი უხილავი არსების ენა „ მითხრა და ჩაეძინა. „
ლ. მესხიშვილი
შენიშვნა არქივიდან
ხსოვნა – ამბავი ვანგას (ვანგელიას) შესახებ
ტყეში-ძველ ტაძარში

ქრონიკა
,, ტყეში, ძველ ეკლესიაში მივედით სანთლების დასანთებად და სალოცავად.
ტაძარში შევედით. ირაკლი კი ეზოში ჩამოჯდა და უყურებდა ხეებს .
როდესაც ჩვენ დავბრუნდით, ის მარტო შევიდა ეკლესიაში და როდესაც ტაძრიდან გამოდიოდა, მღვდელმა მოაძახა ,, რას დადიხართ ეს ტურისტები, ურწმუნოები, გრძელი თმებით. თქვენ აქ მუზეუმი ხომ არ გგონიათ. “
ირაკლი შემოტრიალდა და უთხრა მას ,, კუჭის წყლული გაქვს, ფულს იპარავ ტაძრის ყუთიდან, სადაც ხალხი ყრის შესაწირს. ილოცე, ფული ტაძარში დააბრუნე და დადუმდი “.
სხვა მღვდელს და ქალებს, ვინც გარშემო იყვნენ შეეშინდათ და ეზოში მიმოიფანტნენ.
მღვდელმა კი ჰკითხა, ეს ყველაფერი საიდან იცოდა ?
,,აგერ ეზოში, მეომრები დგანან და მონაზვნები და იმათ მითხრეს ” , “უპასუხა ირაკლიმ.
ეზოში კი არავინ იყო.
უცებ წამოვიდა წვიმა და ქარიც ამოვარდა უეცრად.“
რ. ბეხტერევა
შენიშვნა არქივიდან
ეპიზოდი — შეხვედრა ძველ ტაძარში
წმინდა ქეთევანი. მარტოსულების მფარველი და მისი მამიდა

ქრონიკა
,, როდესაც გარდაიცვალა მისი მამიდა, ხალხი მოდიოდა და მოჰქონდათ ყვავილები.
საღამოს, ღამე ის მარტო რჩებოდა ოთახში .
იჯდა მამიდას სხეულთან.
მესმოდა, როგორ უმღეროდა უცნაურ სიმღერას
გაოცებული ვუსმენდი შორიდან და ვფიქრობდი, რომ სევდა იყო მისი ასეთი ქცევის მიზეზი.
მან, თქვა რომ ,ესაუბრება მის სულს, რომ მამიდას არ სურს დაკრძალონ იქ, სადაც გადაწყდა.
მერე კი მოულოდნელად შეიცვალა დაკრძალვის ადგილი
.დაკრძალვის დღე კი გადაიდო .
ეს მოხდა 21 ივლისს, ირაკლის დაბადების დღეს.
მას შეუძლია საუბარი გარდაცვლილი ადამიანის სულთან.
თუ მივა გარდაცვლილი ადამიანის სახლში , ჩამოჯდება გარდაცვლილის სხეულთან და უმღერებს მას , ახლობლები გაიგებენ გარდაცვლილი ადამიანის სურვილებს ‘’
დ. დარჩიაშვილი
შენიშვნა არქივიდან
ამბავი მამიდას გარდაცვალების და დაკრძალვის შესახებ
მიწა მერაბ კოსტავას საფლავიდან

არქივი
,, როდესაც ქალაქ გროზნოში დაინიშნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის თარიღი, მერაბ კოსტავას დედამ ოლღა დემურია კოსტავამ, ოლიკო ბებიამ, რომელსაც ძალიან უყვარდა ირაკლი , სთხოვა მას სასწრაფოდ მოსულიყო მასთან.
მან უთხრა ირაკლის , რომ დაესიზმრა მერაბი და შვილიშვილი ირაკლი.
მერაბმა უთხრა დედას, ,,მე მინდა რომ ჩემი საფლავიდან ზვიადის საფლავზე წასაღები მიწა ირაკლიმ შეაგროვოს.
მის ხელებს დიდი ძალა აქვს “
მაშინ არ დადიოდა არანაირი ტრანსპორტი.
ირაკლი დილით , ძალიან ადრე ფეხით ავიდა გაყინულ მთაზე, სადაც მერაბის საფლავი იყო და როდესაც საფლავიდან მიწა აიღო, მთაწმინდის კლდეს მთის ნაწილი მოსწყდა და დიდი ხმაურით ჩამოიშალა.
ასე გამოხატა მერაბის სულმა დიდი ტკივილი და მიესალმა ირაკლის.
როდესაც ირაკლიმ მიწა მიიტანა მერაბის დედასთან, მან უთხრა ირაკლის ,, დღეს დილით ჩიტი მოფრინდა ჩემთან მთაწმინდიდან და ასე მითხრა, რაც მერაბს უნდოდა ის შესრულდა “.
ირაკლი ხშირად ასეირნებდა ოლიკოს ეზოში და ოლიკო უყვებოდა მას სიზმრებს.“
ლ. ფოჩიანი
შენიშვნა არქივიდან
მერაბ კოსტავა – ზვიად გამსახურდია
ქუჩის მუსიკოსის სიმღერები და მისი უკანასკნელი შეხვედრა ირაკლისთან

არქივი
,, იმ საღამოს ირაკლისთან მივედით, ქუჩის მუსიკოს სამირ სავჩუკთან ერთად, რომელსაც უნდოდა გაეგო თავისი დედის ამბავი.
ირაკლი გაგვიმასპინძლდა გემრიელი სადილით .
დაგვალევინა ჩაი მურაბით და როდესაც წასვლა დავაპირეთ , ირაკლიმ უთხრა მას ,, სამირ, არ წახვიდე იმ ბიჭებთან. დასალევად დაგპატიჟებენ. არ წახვიდე. არსად წახვიდე იმ საღამოს „
მერე ირაკლიმ ოთახიდან გამიყვანა და მითხრა,, სიკვდილი დადის მის გარშემო.
დადის და უყურებს.
თან ეცოდება წასაყვანად , მაგრამ მაინც წაიყვანს მალე „
ირაკლის გაოცებულმა შევხედე.
და დავინახე ცრემლები მის სახეზე ‘’
ლ. ბარათელი
შენიშვნა არქივიდან
ეპიზოდი თბილისის მოგონებიდან — შეხვედრა ქუჩის მუსიკოს სამირ სავჩუკთან
მამა გაბრიელი და პოეტი ირაკლი ნადარაია

არქივი
,, მამა გაბრიელთან მივიჩქაროდი მცხეთაში.
და სანამ თბილისიდან გავიდოდი, ქვაშვეთის ტაძარში შევედი სალოცავად.
მერე კი ალექსანდროვის ბაღში , სკამზე ჩამოვჯექი დიდი ხის ქვეშ.
დავინახე ირაკლი, რომელიც განმარტოვებით იჯდა ბაღის შორეულ კუთხეში .
თვალები დაეხუჭა და სდუმდა.
ირაკლისთან მივედი და მივესალმე .
მან არაფერი იცოდა , იმის შესახებ, რომ მამა გაბრიელი უნდა მენახა.
მოულოდნელად მომაწოდა ქაღალდი და თქვა ,, ეს ლექსი მამა გაბრიელს წაუღე „
ლექსი ჯიბეში ჩავიდე და მცხეთაში წავედი.
ვესაუბრე მამა გაბრიელს და წასვლა რომ დავაპირე , ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მან მითხრა ,, ლექსი დაგავიწყდა. ფურცელი, ირაკლიმ რომ გამოგატანა ჩემთვის. „
ლექსი მივაწოდე.
მამა გაბრიელმა გულში ჩაიკრა და თქვა ,,როგორ მიყვარს ეს ბავშვი.
მისი ლექსები დიდ საიდუმლოს ინახავს.
მის მამიდას, ქეთევანს მე მივაცილებ უფალთან „
პ. რობაქიძე
,, იმ დღეს ირაკლი მეგობრებთან ერთად მიდიოდა ბათუმში.
როდესაც მიუახლოვდნენ მცხეთას, მან სთხოვა მეგობრებს ,,მანქანა გააჩერეთ. მამა გაბრიელი მეძახის. ტყეში მელოდება . ჩემთან სურს საუბარი “.
იმ დროს მამა გაბრიელს ბევრი არ იცნობდა.
არც ირაკლი იცნობდა მას.
მანქანა გააჩერეს და დიდხანს ელოდნენ მის დაბრუნებას, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ირაკლი ტყისკენ მიმავალ გზას დაადგა და თვალს მიეფარა, მანქანა დაძრეს და წავიდნენ.
ირაკლი მარტო მიდიოდა ტყის სიღრმეში და შორიდან მომავალი ადამიანი შენიშნა.
შავ გადახუნებულ ძველ ანაფორაში ჩაცმული , გამხდარი ბერი.
მან შესძახა ირაკლის დანახვაზე ,, შეხვედრა უფლის ნებაა და დიდი წყალობა.
შენი ლექსები კი დიდ საიდუმლოს ინახავს.
არ გაუბრაზდე მათ, ვინც ვერ გიცნობენ და გატკენენ გულს.
გაივლის დრო და მიხვდება ხალხი , რომ შენ ღვთის საჩუქარი ხარ მათთვის.
ახლა კი წავიდეთ და შევაგროვოთ ჭინჭარი და ბალახები უფლისა”.
ეს იყო მამა გაბრიელი.
ისინი ერთად შევიდნენ ტყეში.
ასე იარეს და აგროვებდნენ ჭინჭარს და ბალახებს.
საუბრობდნენ და იცინოდნენ ხმამაღლა.
მამა გაბრიელს უხაროდა ეს შეხვედრა და სეირნობა ტყეში.
მერე კი ირაკლიმ მიაცილა მცხეთამდე.
მამა გაბრიელმა გულში ჩაიკრა და უთხრა ,, ეს დღე ჩემს გულში დარჩება სამუდამოდ ” .
ფ.ღუდუშაური
შენიშვნა არქივიდან
მცხეთა-თბილისის სულიერი შეკრებების ქრონიკა — ეპიზოდები მამა გაბრიელის შესახებ
ორი დედის შესახებ

ქრონიკა
პოეტის დედა, სვეტლანა ბონდარენკო, იყო სპორცმენი და ჩემპიონი ცურვაში.
მაგრამ რამდენიმე წლის წინ პრესა მისი იტალიელი დედის, სოფია კონტის შესახებ.
რომელია ამ ორი ქალიდან ირაკლი ნადირაიას დედა ?
მისი ბიოლოგიური დედა არის უკრაინული წარმოშობის სვეტლანა ბონდარენკო .
რა არის ცნობილი სოფია კონტის შესახებ?
და რატომ ეძახდა ირაკლი მას “დედას”?
ირაკლი ხშირად ამბობს, რომ მასზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა.
ის მას სიზმრებში ეცხადებოდა.
.და შემდეგ ის იტალიაში, ქალაქ ვენეციაში იპოვა.
მათ ისაუბრეს, დამეგობრდნენ, იმოგზაურეს და დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
სწორედ აქედან მომდინარეობს ამბავი პოეტის ორი დედის შესახებ .
გ. შენდეროვიჩი
შენიშვნა არქივიდან
ბიოგრაფიული შენიშვნა — ორი დედის შესახებ
დაფუძნებულია რეალურ მოვლენებსა და მოგონებებზე
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00025799/
ირაკლი ნადარაია, 2026.
შესაძლებელია ამ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტების გაზიარება და კოპირება . არაკომერციული და აკადემიური მიზნებისთვის. იმ პირობით, რომ სრულად იქნება მითითებული ავტორი (ირაკლი ნადარაია) და მოცემული იქნება ბმული წყაროზე.