Irakli Nadaraia . Poetry

უფლისწული ფანჯარასთან ზის
ტალახიდან
ქუჩებით
ტუჩებით
ის
წინწანაფარი
ის წინსაფარი
თქვა მან
ზღვა
მანდარინის ქვა
არა სხვა
თქვა მან
წამის
მასთან ღამის
ტუჩით
ამბორი ზუჩის
ფონტანელას ქუჩით
როგორ მინდა
არ იწვეთოს
შენ არ მინდა
დაგეწვეთოს
შხამი
ნამი
და ათიდან
მხოლოდ სამი
აქ არ იყო
თეთრი თვალი
ლერწამს წყალი
2.
იქ არ არის დინება
აქ არ არის მდინარე
დამეღვარა მელანი
მე მის ტანზე მძინარეს
და ტუჩების მცენარეს
მას ლოდინი
და ლოგინი
გარდაკვეთად
დაეწვეთა
დანას პირი
დაილეწა დანაპირი
გაელია მიწას ძირი
მას ჩემი ხმა
არ ეხება
იგი მე ვერ
შემეხება
ბოლონდელი
მთეთრობელი
ჩემი სახე
იყო სველი
ოდენ
ოდეს
მინა გოდებს
ოდინდელი
ისე სველი
ჩემი ტუჩი
ქუჩით
ქუჩას
მისდევს ხე
მისდევს ღამე
მოსდევს დღე
სატირალი
იყო დარის
მარმარილო
აქ რომ არის
მაკრატელი
და ფარანი
ვერ მიცანი
მდინარის
ვინ არის
3.
კამათელი
მე რომ ველი
ის საღამო
არ იქნება
ასეთია
ჩემი ნება
მას
ჩიტების გადაფრენა
მისი ენა
დავაძინე
დავაფინე
კამათელი
დარიჩინი
კამა
სელი
აქ არავინ
აღარ არის
ლურჯი მინის
ჯადოქარის
კედელს ფერი
კარებს ზარი
მას გარგარი
მე იგი რომ
გავიცანი
თითქოს უცებ
ვერ ვიცანი
მისგან მეფის
მე ფირფიტა
აღესრულა
გაიფიტა
4.
ახლა უკვე
აღარ მოვალ
თივას
ხელით
აღარ
გვის
ასე მხოლოდ
ტანი სველი
ტანზე სველზე
ახლა ხტის
მასზე კორტნა
მასზე ქვის
სიფრიფანა
ახლა განა
იგი მღერის
წერის
ქერის
და თმის ღერის
ძირზე ძირი
მასზე ხაზი
ხეზე კირი
სამი ღამით
ოთხი წამით
მიუსწარი
წამწამები
და ზღაპარი
მე მარაო
არ მინდოდა
მიდიოდა
არემარე
მისგან გარეთ
მინაწერი
მინერალი
ის ტიროდა
ერთი თვალით
ორი ღერი
ჩემი თმების
თან თითების
არშეხებით
დაითვერი
დარჩა აბი
მაგიდაზე
ზღვაზე
ქვაზე
და მიწაზე
არ მინდოდა
გამოჩენა
მე მოგწერე
წერილები
არდარჩენა
მომიკალი
და ხელები
მას გარდაფენას
მას იგი შვენის
კვამლის და სტვენის
და დანარჩენის
სრიალებს დანა
და ფარდა ძველი
და ორი წელი
მას აღარ ელის
ვიოლონჩელი
არც ჩემი ტანი
არც ჩემი ხელი
მავალი
კიბეზე წარმავალი
იყო ქვეწარმავალი
5.
რა რას
ვინ ვის
ცრემლი თაროზე მდის
საღებავები დევს
თაროზე თითქოს წევს
რატომ
უსურვაზი და ქატო
თივა და ქერი
შემოსეთ ჭერი
მტვრით და ტალახით
იყოს ბალახი
ნორჩი ტანის
საკმევლის ხის
ლურჯი დანის
პეპლის კანის
მუმია
მასთან ხომ სიჩუმეა
მხედარი ტყიდან
კედარი ქვიდან
6.
მოდიდოა ნალი
მაგოდენი
ლოკოკინა
არ უნდა
გაისტუმრა ვალი
ზონარის
ქამრიდან
და ქამარის
გავიგონე
დრო არის
მეორე მხარეს
მათ ჩამიარეს
ერთგან ღილით
ორგან თხილით
ათგან
ზოგან
სხვაგან სილით
ვესროლე კარებს
პატარა ძელი
შემეხოს მინდა
მე შენი ხელი
ლოდზე ლოდი სდებია
ფერიც არ დასდებია
ნალთან
ხაზი დაშვებული
თვალთან
ხელები
მსუბუქი
მძინარე
მდინარე
ამარენა
ჩემზე
შენი
გარდაფენა
ჩემგან შენი
გარდადენა
იოდია
მოდიან
წმინდა მალამო
თმას
ხმას
ევოდია
შენი სისხლი როდია
ლოდია და სდუმს
კივის
მაგოდენი თივის
ხმაურია აქ
სიფრიფანა
მილი
ძილი
7.
დაიღალე
ასე მალე
მას
აგონებს კამათელი
ღამინდელი
სარეცელი
ძაფი ძველი
მაკრატელი
მისი ღილი
ზეთი რბილი
ერთი წვეთი
ორი წვეთი
სამი წვეთი
მზის
მდუმარეს და ცივს
უდარდელი
მას ფერება
დაუწველი
ისე ძველი
ლაკარტანა
გრილი სიოს
კიდეგანად
ჩემი ტუჩის
რბილი წვენი
ჩემთან ყოფნა
მისი ენის
ფანტელები
და ხელები
მისი სახე
ახლა ვნახე
მიმავალი
ის მავალი
ლურჯი დანით
მოსრიალე
ტუჩით
კანით
მინანქარი
არაფერი
არ მითხარი
ახლა დარჩა
ორი კარი
ჩემი ბინა
შენმა ხმამ
შენმა სახემ
შენმა თმამ
რისთვის ვწერო
მოკვდა წერო
მე შენი ტუჩი
შენ ჩემი ხელი
ტუჩები სველი
8.
თუ მარტო მღერის
სად მიწის მტვერის
მარჩიელი
ქუჩა მისი
ცარიელი
დაიძინა
ასე წინათ
იყო მშვიდი
მისი სახე
აი ნახე
მისი თმების
სურნელება
აქ რომ ქრება
და რომ დნება
ჩემზე წვება
მისი ტანი
მასზე ხატე
ქსოვე
წანი
საქანელა
ასე ნელა
ჩემში ყველა
ლურჯი ფერი
ვაშლის ხეზე
ნამგლის თვეზე
კანზე ცეკვა
სანატრელი
იყო ღამე
იყო ველი
აი ცერა
ჩემი ხელის
9.
ნაცარტუტი
იალქანი
იმ სადგურის
ცივ ბაქანის
მისი სახე
ალმაცერა
ვინ წაიღო
მისი მზერა
ნუღარ ელი
ახლა მოვა
ორი მცველი
ალოე
საომარი
წავიდა
აქ არ არის
აღარ მოვა
მან კიბეზე
მიატოვა
წყალი იყო
მორკინული
მე ფიფქები
მას ყინული
გზაზე იდგა
ჯადოქარი
აქ რომ იყო
და იქ არი
10.
შავი ცხენით
ლურჯი სახე
შედი ხეში
და იქ ნახე
განა ფიქრი
ან კი მახე
რაც მე ვნახე
ნათელია ბორბალი
ქარვა
თეთრი ხორბალი
აქ რომ თეთრი მაქმანი
და იქ რომ ხელთათმანი
აკაკუნებს
კარდაკარ
სადაც მაშინ
ახლაც ხარ
მერამდენე წელია
ხესთან აურელია
ის იყო უცინარი
და იყო უჩინარი
ცეკვა
ხმა
და ჩინარი
ალვის ხეზე
დინება
და მასზე
ქორწინება
ტყდება
ცვივა
ტოტი
ქვის
ისევ მოდის
ჩემთან
ის
11.
ვის შევეხო ვის
თოჯინასთან ქვის
ამის გარდა
ოთხი ფარდა
ეს მის გარდა რაც
ესმის გარდა ზღვაც
ნაცნობიც და სხვაც
ბალახიც და ქვაც
თორმეტიც და რვაც
მას შევეხო ვის
ამ მიწურში თვის
ამ სილაღეს მის
და ხმაურში წვის
შიშინის და სმის
მერამდენე წლის
სად ხეები
ედინება სახურავებს
და ამ ნავებს
წამთა წამებს
და ნაწამებ
ამ წამწამებს
ეძინება ვის
კიბეები კიბეებად
ეჩვენება ხმის
სად რომელი მერამდენე
საფეხურზე ზის
მიიწურა ბოლო რიცხვი თვის
გვის თოჯინა გვის
ნავებს თავებს
და თავთავებს
ყრის
ხელები
ფერწასულები
ხელები როგორც გველები
ნელები დანასველები
დანაში დანაველები
მას შეეხო ვის
სიმღერაა ზღვის
ამარენა
როგორ სურდა მას დაწვენა
გარდაქცევა ყურძნის წვენად
როგორ ნახა ფოთოლცვენა
ზღვაზე თმების გადაფრენა
ახლა შენ და
მერე მას
დააცადე მოკვდეს თმას
12.
ლაკარტანა
გრილი სიოს
კიდეგანად
გრილი სიო
კიდევ განა
კოტრიალი
როიალი
ახლა შორი იტალია
აჩქარებად ნელ-მალია
ახლოს არის
ნათალია
გარგრის ჩირის ნათალია
ვისთვის იგი
დაბალია
არც ძველი
არც ახალია
ძირს ნაგდები წამალია
ამალია
ვით კოლიბრი
ძილის ძილს
ცილს
დასწამებს ანატავრი
გულს გაუღებს
შვილი მთავრის
მეფის ხელზე
წვეთი ჯავრის
დაცვენილი
კომში მავრის
ტუჩი , ფერი
გამქრალ ძაბრის
თოვლი გაუდნა ქვას
რა მოვაზომო სხვას
მის წყალში ნავლებ
თმას
მის დავიწყებულ
ხმას
დედის კალათით
მას
როცა გაატანს
ზღვას
სრიალა
პრიალა
13.
თოკი მოაბი
ქვას
ნუ დაივიწყებ
მას
ფორთოხლის ქერქის
ტბას
სმას
მანდარინის
წვენის
ოქროს მონეტის
ცვენის
სცენის
თოკების კონა
სამიდან
ჩაეკონა
კონა
კონა
და კონა
ორი სტუმარი იყო
სტყუოდე
აღარ იყო
ახლა
რა უნდა გიყო
ახლა
რომ გაირიყო
რიყეზე
ქვების რიგი
სად
რატომ
როდის
იგი
სიზმრად ზმანება
ციგით
ქუჩებით
ძველი რიგის
დოქი
დოქებად მიდის
და ბავშვის ცრემლი
ციდის
ანდირობა
ჯაკარანდა
ორი სტუმრის
სახელი
და
ხელი

Irakli Nadaraia, 2026.
All poems published on this page are the original works of Irakli Nadaraia and are protected by copyright. You are welcome to quote and share these texts for non-commercial and academic purposes, provided that full credit is given to the author (Irakli Nadaraia) and a link to the source is included.