თეატრი თანამედროვე პოეზიისთვის
National Parliamentary Library of Georgia / ყველა მდებარეობა
არქივი: საქართვლოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ახალგაზრდა პოეტის საღამო თეატრ “ძველ სახლში”
წყარო: პრესა
ენა: ქართული
ტიპი: საგაზეთო სტატია
თეატრი და პოეზია ერთ სივრცეში ერთიანდება, სადაც სიტყვები, სიჩუმე და მოძრაობა ერთიან სცენურ ატმოსფეროს ქმნის.
სცენაზე შვიდი პატარა სკამი დგას, მათზე კი — შვიდი ოქროსფერი ჩაიდანი ( სამოვარი ). სივრცე საკმევლის სურნელით არის სავსე, ცალკე , მაგიდასთან-პოეტის სკამი .მაგიდაზე ხელნაწერები: ლექსები, ჩანახატები და წერილები.
ამ უჩვეულო სცენოგრაფიის ფონზე და გარეთ ქარში, ირაკლი ნადარაიამ შეკრებილ აუდიტორიას თავისი ლექსები წაუკითხა. საღამოს სახელწოდება იყო “მატარებელი” და ის პოეტმა თავის ძმას მიუძღვნა.
ეს პოეტური საღამო ირაკლი ნადარაიას მრავალრიცხოვანი პოეტური სპექტაკლებიდან, ერთ-ერთია, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება — ევროპაში, ფლორენციის უნივერსიტეტში, რომსა და პარიზში. მისი ლექსების თარგმანები ვენეციის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.
2002 წლის 25 ივნისს პოეტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თეატრალურ სარდაფში” გამოვიდა. მისი საღამოები იმართებოდა- სამხატვრო აკადემიაში, ” საგამოფენო დარბაზსა და ლიტერატურულ კაფეებში. პრესაში მის პოეტურ საღამოებს უამრავი სტატია მიეძღვნა.
მისი გამოსვლები უჩვეულო და ატმოსფერულია: დარბაზი, რომელიც სანთლის მკრთალი შუქითაა განათებული, ან პოეზია, რომელსაც იტალიური მუსიკა ახლავს . თუმცა ამჯერად, ძველი თეატრის პატარა სცენა განსაკუთრებით ახლოს აღმოჩნდა მის პოეტური სამყაროსთან.
ეს პოეზიის დაუვიწყარი საღამო იყო. ლექსები წვიმის, მატარებლების, ტავერნების შესახებ… პოეტის ცხოვრების ფრაგმენტები, მისი ჩანახატები, წერილები — ყველაფერი ეს მუსიკალური ფონით.
ამ საღამოს კადრები გამოიყენეს პოეტის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, რომელიც მოიცავს ვიდეო და ფოტომასალას ირაკლი ნადირაიას ნიუ-იორკში გამართული შემოქმედებითი საღამოდან.
ავტორი: სალომე კიკალიეიშვილი
გაზეთი: “24 საათი”
გამოცემა: 19 აპრილი, 2004
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
არქივი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
არქივის სარჩევი
ეს სტატია ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში
ავტორის შესახებ:
ირაკლი ნადარაია — ქართველი პოეტი და კომპოზიტორი. სრული ბიოგრაფიის წასაკითხად: https://iraklinadaraia.com/about-the-poet/
გამოცემის ორიგინალი სკანი:
