პოეტის შესახებ — ირაკლი ნადარაია

ბიოგრაფია
ირაკლი ნადარაია დაიბადა 1977 წლის 21 ივლისს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ სოხუმში. წარმოშობით ქართველი პოეტი, მწერალი. ზღაპრების, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი.
აფხაზეთის ომის (1992-1993) შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის დროს მისი სურვილით და შემოქმედებით , უნივერსიტეტის თეატრალურ სცენაზე გაიმართა მსახიობ ლია ელიავას ხსოვნის საღამო. სადაც ირაკლი ნადარაიამ განაცხადა რომ გარდაცვლილი მსახიობი ესაუბრა მას და სთხოვა ამ საღამოს მოწყობა. საღამოს დასრულების შემდეგ კი წვიმის სახით დაემშვიდობა საღამოზე მოსულ მრავალრიცხოვან მსმენელს. ამის შესახებ წერდნენ იმდროინდელი გაზეთები თბილისში.
ირაკლი ნადარაია მართავდა პოეზიის საღამოებს და ეზოთერულ შეხვედრებს თბილისში. მისი პოეზიის საღამოები გაიმართა თეატრ ,,ძველ სახლში “ ,,თეატრალურ სარდაში “ რუსთაველის გამზირზე , ლიტერატურულ კაფეში , ,,მსახიობის სახლში “-საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თბილისის სამხატვრო აკადემიაში , თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის დარბაზში , მთაწმინდის პანთეონში, არტ კაფე -გრიბოედოვის ქუჩაზე, არტ -სივრცე ,,ჩვენი ეზო ” გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე, საგამოფენო დარბაზ ,,იკებანა “-ში. , თერაპიის სახლი ,,ევრითმია” , სადაც დაიდგა ცეკვა მისი ლექსის მიხედვით, თბილისის სახელმწიო კონსერვატორიაში, სადაც პირველად შესრულდა მისი მუსიკალური ნაწარმოებები , საფორტეპიანო კონცერტი-იმპროვიზაცია ავტორის შესრულებით. ირაკლი ნადარაიამ გამართა რამოდენიმე პოეზიის საღამო თბილისის სხვადასხვა სასაფლაოზე-ვერის ,მთაწმინდის , საბურთალოს სასაფლაო და სხვა. სადაც გარდაცვლილი სულებისათვის წაიკითხა ლექსები სხვადასხვა საფლავთან ( მაია თომაძე, მერაბ კოსტავა, ,ტერენტი გრანელი, ელენე ახვლედიანი ) . ამ საღამოების და შემოქმედებითი სპექტაკლების შესახებ წერდა იმდროინდელი პრესა, ჟურნალები და გაზეთები. ინფორმაცია ამის შესახებ თავმოყრილია სხვადასხვა დროს დაბეჭდილ მრავალრიცხოვან სტატიებში და ინტერვიუებში. აღნიშნული მასალები დაცულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.
სახელოვნებო საქმიანობის პარალელურად ირაკლი ნადარაია მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. 1993 წელს , საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დედასთან ერთად , მას მიენიჭა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაციის საპატიო წევრის წოდება.
მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართველი ემიგრანტების ჟურნალ-გაზეთებში საზღვარგარეთ.
ირაკლი ნადარაიას პოეზია თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე . მისი პოეზიის საღამოები გაიმართა ევროპის, ამერიკის ,აზიის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტის მრავალ ქვეყანაში.
შემოქმედება
ირაკლი ნადარაიას პოეზია გამოირჩევა მრავალფეროვანი მხატვრული სახეებით და ემოციური სიღრმით. მისი ლექსების ძირითადი თემებია : ადამიანი და სამყარო ,იდუმალება , მეტაფიზიკური, ეზოტერიზმი -ეზოთერული მოტივები. მისი პოეზია ავლენს ინდივიდუალურ მხატვრულ ხელწერას, მისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სტილს და ლექსწყობას. რომელსაც ახათიათებს განუმეორებელი ჟღერადობა და სიტყვების ჰარმონია და მაგია. ირაკლი ნადარაია არის რამოდენიმე საფორტეპიანო კონცერტის ავტორი . ასევე ცნობილია ირაკლი ნადარაიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი სიმღერა-სავარჯიშოები, რომელსაც ის ასრულებს ,, როგორც გარდაცვლილ ავტორებთან შეხვედრას ” .ის მიდის გარდაცვლილი ადამიანის სხეულთან და მღერის ამ სიმღერებს. ,, ასე მყარდება უხილავი კავშირი ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის” . ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დედის , ოლღა-დემურია კოსტავას თხოვნით, ირაკლი ნადარაიას მიერ მთაწმინდის პანთეონში , მერაბ კოსტავას საფლავზე მის მიერ შეგროვებული მიწის ისტორია . რომელიც წაიღეს ქალაქ გროზნოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ოლღა დემურია-კოსტავას სიზმარი , რომელშიც მერაბ კოსტავამ სთხოვა დედას, რომ მისი საფლავიდან ირაკლი ნადარაიას მიერ შეგროვებული მიწა ზვიად გამსახურდიას საფლავზე წაეღოთ ქალაქ გროზნოში .
ასევე ცნობილია ირაკლი ნადარაიას ცხოვრების სხვა ეპიზოდები ( ირაკლი ნადარაიას შეხვედრა, ურთიერთობა ბულგარელ ნათელმხიდველ ვანგასთან, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
მკურნალის ჯუნა დავითაშვილის საუბრები მასთან გარდაცვლილი შვილის შესახებ.
ირაკლი ნადარაიას შეხვედრები მსახიობ იზა გიგოშვილთან და მათი საუბრები სიზმრებზე ,,სამეფო უბნის თეატრში ” .
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის შენობაში, მესამე სართულზე, ქართული ლიტერატურული თეატრის -,,ოქროს საწმისის ” დამუძნებლის მარინე ჯიქიას ბინაში გამართული ლიტერატურული შეხვედრები.
პოეტ ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში, მისი ქალიშვილის ნიტა ტაბიძის და ირაკლი ნადარაიას საუბრები მამაზე და სპირიტუალური სეანსები , სადაც შესაძლებელი ხდებოდა ,,გარდაცვლილი მამის დანახვა და საუბარი მასთან “.
2024 წლის ზახულში ირაკლი ნადარაიას გამგზავრება მონტენეგროში , ,,ამ ქვეყნის გადასარჩენად მოსალოდნელი დამანგრეველი მიწისძვრისაგან “, როდესაც ის ჩავიდა ქალაქ კოტორში.
ირაკლი ნადარაიას წერილი რომის პაპს ლეო xiv-ს , პალერმოს კატაკომბების შესახებ.
ცნობილია მისი მრავალი წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა ( აფხაზეთის ომი . 1992-1993 ). ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მკვლელობა,ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი (2011) ,COVID -19-ის პანდემია , ომი უკრაინაში -რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022) , მიწისძვრა თურქეთში -თურქეთ-სირიის მიწისძვრები (2023) ,ოპერის მომღერლის დიმიტრი ხვოროსტოვსკის ავადმყოფობა და სიკვდილი და სხვა.
.საინტერესოა ამ მხრივ ირაკლი ნადარაიას გაფრთხილება ვალერია ნოვოდვორსკაიას ,,რომ მას თბილისში ცემა და დაპატიმრება ელოდა. რომ მისი გარდაცვალების შედეგ, მის სხეულს კრემაცია ელოდა”.
შეხვედრა მამა გაბრიელთან მცხეთის ტყეებში , როდესაც ისინი ერთად აგროვებდნენ სამკურნალო ბალახებს და მღეროდნენ.
როგორ დაუკავშირდა მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2024 წლის თებერვალში ლორდი ჯეიკობ როტშილდი . როგორ უნდოდა ირაკლის მისი განკურნება . როგორ უშლიდნენ ხელს მათ შეხვედრას, რასაც ლორდ ჯეიკობ როტშილდის უეცარი სიკვდილი მოყვა.
ცნობილია ირაკლი ნადარაიას მკურნალობის მეთოდები, სამკურნალო ბალახების და მისი მეთოდების ჩამონათვალი, შხამების განეიტრალება და სხვა . ადამიანის გაახალგაზრდავების და სიცოცხლის გახანგრძლივების უნიკალური მეთოდები .
2026 წელს დაიბეჭდება მისი ლექსების პირველი წიგნი ქართულ ენაზე. ეს იქნება მისი შემოქმედების პირველი ბეჭდური გამოცემა, რადგან მისი პოეზია აქამდე მხოლოდ ცოცხალი ტექსტების, პოეზიის საღამოების და სპექტაკლების სახით იყო წარმოდგენილი.
Biographical Dictionary of Georgia ( საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი ) http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00025799/
ირაკლი ნადარაიას ოფიციალური ვებსაიტი
ირაკლი ნადარაია, 2026.
შესაძლებელია ამ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტების გაზიარება და კოპირება . არაკომერციული და აკადემიური მიზნებისთვის. იმ პირობით, რომ სრულად იქნება მითითებული ავტორი (ირაკლი ნადარაია) და მოცემული იქნება ბმული წყაროზე.